საპატრიარქო ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტიას უკრაინაში ხვალ გააგზავნის
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
"როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“ (ხელმძღვანელი კონსტანტინე სვანაძე) მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო, რაც ხალხმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მრევლს ეკონომიურად უჭირს, მაინც ყველა ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გაჭირვებაში მყოფი ხალხის დასახმარებლად.
ჯერ ერთი კვირაც არ არის გასული და უკვე 10 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი და 3 000 ერთეული სამედიცინო დანიშნულების ნივთი და მედიკამენტი შეგროვდა და ეს პროცესი კვლავაც უწყვეტად მიმდინარეობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ შემომწირველს, – სასულიერო თუ საერო პირს, ასევე ორგანიზაცია „დავითიანნს“ და „საქართველოს ფოსტას“ (გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე), რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით ტვირთის უკრაინაში გადატანას.
6 მარტს გაიგზავნება პირველი ხუთი ტონა დახმარება და შემდგომ დღეებშიც ამდენივე წონის ტვირთი.
ამანათს აწერია:
უკრაინელ ხალხს
საქართველოს მოსახლეობისგან
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
ღმერთმა დალოცოს უკრაინა და მშვიდობა მიმადლოს მას", – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიან ომს ამ დრომდე ატარებს.
განახლებული სიახლეები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იხილეთ აქ
სხვა სიახლეები:
🔵 "რუსეთიდან ვაშინგტონისკენ დიპლომატიური თვითმფრინავი გაფრინდა" - უცხოური მედია
🔵 „დედაჩემი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ომში წავიდა, გაიპარა“ - სოციალური მედია
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































