საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში ჩაფრინდა

დანიასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩის სათამაშოდ სერბეთში გაემგზავრა. მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებმა დანიის დამარცხებით ევრობასკეტის საგზური მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა თამაშის წინა დღეს დაშავებული ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გარეშე სძლია გადამწყვეტი მატჩისთვის საგანგებოდ გაძლიერებულ მეტოქეს, რითაც ჯგუფში ევრობასკეტზე გამსვლელი მე-2 ადგილი გაინაღდა. ჩვენი ჯგუფის პარალელურ მატჩში სერბეთს ფინეთთან რომ წაეგო, ბოლო ტურს თეორიულად ცხრილში ცვლილებების შეტანის შანსი რჩებოდა, თუმცა საქართველოს მომავალმა მეტოქემ გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
შესაბამისად, 24 თებერვალს, ბელგრადში გასამართ სერბეთ-საქართველოს მატჩში რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, ეს სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს – ნებისმიერი რეზულტატისშემთხვევაში სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, საქართველო კი – მეორეს.
ახალგაზრდებისა და სათადარიგოებისგამოსაცდელად ამაზე უკეთეს საშუალებას ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვერც ინატრებდა. ოფიციალური მატჩი სერბეთთან, რომელშიც შედეგს მნიშვნელობა არ აქვს – ჯიკიჩმა ნაკრების ვეტერან ლიდერებს, გიორგი შერმადინსა და თორნიკე შენგელიას დასვენების საშუალება მისცა. კამარბოლდუინი ისედაც დაშავებული იყო და მწვრთნელმა თავის სამშობლოში სათამაშოდ ხსენებულ კალათბურთელებს ეს ტრიო ჩაანაცვლა – ლუკა ლიკლიკაძე, ნაკრების დებიუტანტი სანდრო სანაძე და გამოცდილი ილია ლონდარიძე.
საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით სერბეთში ჩარტერული რეისით, დღეს საღამოს გაემგზავრა და ბელგრადში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ჩაფრინდა. ჯიკიჩის გუნდი Crown Plaza-ში დაბინავდა და პირველ ვარჯიშს ალეკსანდრ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში კვირას გამართავს.
1740244935
საქართველომიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, საქართველოს მოტივაციაა, რეგიონში რაც შეიძლება მალე დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა
ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული...
1740242051
მსოფლიო23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე...
1740241942
მსოფლიომედვედევი კიევს: გამოაცხადეთ არჩევნები და კაპიტულაციისთვის მოემზადეთ
„კიევის რეჟიმის ერთ-ერთი გზა არის არჩევნების გამოცხადება და კაპიტულაციისთვის მომზადება,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ᲐᲛᲔᲠᲘᲙ...
1740240956
საქართველოპიმენ ყურაშვილი: საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა
საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირვე...
1740238883
მსოფლიორობერტ ფიცო - ზელენსკის სჭირდება ომი, რადგან ვიდრე ის გაგრძელდება, დემოკრატიული არჩევნები, რომლისაც მას განსაკუთრებით ეშინია, არ შეიძლება ჩატარდეს
ვოლოდიმირ ზელენსკის სჭირდება ომი, რადგან ვიდრე ომი გაგრძელდება, დემოკრატიული არჩევნები, რომლისაც მას განსაკუთრებით ეშინია, არ შეიძლება ჩატარდეს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფი...