პიმენ ყურაშვილი: საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა

საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა ექიმმა, კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, პიმენ ყურაშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეერთებული შტატებიდან ჩართვისას.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის, მასკის და მისი გუნდის, სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა, შეხედულებები, ღირებულებები, იგივე ოჯახის ღირებულებების დაცვა, რელიგიის პატივისცემა, ეს ყველაფერი ძალიან ემთხვევა დღესდღეობით საქართველოს როგორც ხელისუფლების გაცხადებულ ღირებულებებს და ფასეულობებს, ისევე მთლიანად, ვთვლი საქართველოში სრული უმრავლესობის შინაგან ფასეულობებსა და ღირებულებებს, რელიგიის პატივისცემას და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა, ადამიანების გაღმერთება საერთოდ არ მიმაჩნია სწორად. მით უმეტეს, ქრისტიანებს გვყავს ერთი ღმერთი და ეს არის იესო ქრისტე. დანარჩენი, ყველა ადამიანს შეიძლება შეეშალოს. ეს შეიძლება ტრამპი იყოს, შეიძლება მასკი იყოს, თეორიულად ვიძახი, დავუშვათ მომავალში“, - განაცხადა მან.
პიმენ ყურაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით არასწორი იყო.
„მიშა თურმე დამნაშავე არ არის და უნდა გამოუშვათ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სასამართლოებმა თქვეს, რომ არ იყო გამოსაშვები, მაინც რეზოლუციაში გიწერდნენ ამას. კეზერაშვილზე გიცხადებდნენ, რომ ეს არის მედიამენეჯერი, რომელსაც თურმე ვდევნით საქართველოში და შემდეგ ამოიღეს. ასეთ რაღაცებს როდესაც გაკადრებენ, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ტრამპი იყოს, მასკი იყოს, საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა“, - აღნიშნა მან.
1740247834
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების პროცესთან არის თანხვედრაში
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუშიგანაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომე...
1740244935
საქართველომიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, საქართველოს მოტივაციაა, რეგიონში რაც შეიძლება მალე დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა
ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული...
1740242051
მსოფლიო23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე...
1740241942
მსოფლიომედვედევი კიევს: გამოაცხადეთ არჩევნები და კაპიტულაციისთვის მოემზადეთ
„კიევის რეჟიმის ერთ-ერთი გზა არის არჩევნების გამოცხადება და კაპიტულაციისთვის მომზადება,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ᲐᲛᲔᲠᲘᲙ...
1740238883
მსოფლიორობერტ ფიცო - ზელენსკის სჭირდება ომი, რადგან ვიდრე ის გაგრძელდება, დემოკრატიული არჩევნები, რომლისაც მას განსაკუთრებით ეშინია, არ შეიძლება ჩატარდეს
ვოლოდიმირ ზელენსკის სჭირდება ომი, რადგან ვიდრე ომი გაგრძელდება, დემოკრატიული არჩევნები, რომლისაც მას განსაკუთრებით ეშინია, არ შეიძლება ჩატარდეს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფი...