დავით მათიკაშვილი ჯეფრი საქსზე: ცდილობს, სწორად შეაფასოს და სწორი პასუხები გასცეს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია

 პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია.

მათიკაშვილის თქმით, ანალიტიკოს ჯეფრი საქსის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ადეკვატური და სწორია, რადგან, ის ცდილობს სწორად შეაფასოს ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია.

„ჯეფრი საქსის შეფასებები, შეგვიძლია, გამორჩეულად ადეკვატურად მივიჩნიოთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ეს პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ცდილობს, სწორად შეაფასოს და სწორი პასუხები გასცეს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია.

ცხადია, რომ ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკები, ევროპარლამენტარები თუ რომელიმე ევროპული სახელმწიფოს თანამდებობის პირები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მონაწილეობენ ანტისახელისუფლებო მიტინგებში, იღებენ მონაწილეობას გარკვეულ ტრენინგებზე, სადაც პირდაპირ დესტრუქციაზე და რადიკალიზმზეა საუბარი, ეს ჩართულობა ურთიერთობას აფუჭებს.

საქართველოში დასავლური განწყობის გაფუჭება და შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ამ ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია. ჩვენი ხელისუფლება ამას ყოველთვის ადეკვატურად აფასებდა და, როგორც ხედავთ, ევროპის მაღალი ტრიბუნებიდანაც ისმის შესაბამისი შეფასებები, რომლებიც აბსოლუტურად სწორია“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740247834

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების პროცესთან არის თანხვედრაში

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუშიგანაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომე...

ყაველაშვილი

1740244935

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, საქართველოს მოტივაციაა, რეგიონში რაც შეიძლება მალე დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა

 ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული...

მიხეილ ყაველაშვილი

1740242051

მსოფლიო

23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

 23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე...

გერმანია

1740241942

მსოფლიო

მედვედევი კიევს: გამოაცხადეთ არჩევნები და კაპიტულაციისთვის მოემზადეთ

 „კიევის რეჟიმის ერთ-ერთი გზა არის არჩევნების გამოცხადება და კაპიტულაციისთვის მომზადება,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ᲐᲛᲔᲠᲘᲙ...

მედვედევი

1740240956

საქართველო

პიმენ ყურაშვილი: საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა

 საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირვე...

პიმენ ყურაშვილი