საქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიების გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და იმ ფასეულობებზე ისაუბრა, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 1700 წლის წინ ქართველთა მიერ გაკეთებულმა არჩევანმა განსაზღვრა ქვეყნის კულტურული სახე, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ისტორიული განვითარების გზა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოს ღირებულებით გამოწვევებზე და ისაუბრა იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებსაც, მისი შეფასებით, ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარება უნდა ეფუძნებოდეს.

„ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი. ეს შვიდ-ომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართალის მე-19 საუკუნის ეროვნულ ტრიადასა და უწმინდესი ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროით და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას - მათ შორის ქართული გონისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა. სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განმსაზღვრელ ფუნდამენტს. დღეს, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება. ამ იდეალებით აღზრდილი ქართველი ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დღევანდელი მრავალმხრივი გამოწვევების ფონზე, სწორედ ამ შვიდ მარადიულ საყრდენზე უნდა აღიმართოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო და მისი სტრატეგიული განვითარება.

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ 11-13 ოქტომბერს იმართება. ღონისძიების გახსნას მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791712972

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს - პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791709697

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია

 პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ჯგუფის, „გამოუვალი მდგომარეობა“ მიწვევას ეხმიანება. შაქარიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად სიმბოლ...

ვატო შაქარაშვილი

1791707220

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ იტალია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეული გუნდური ასპარეზობის მერვედფინალში, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - საქართველოს ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდ...

ძიუდო

1791704567

ახალი ამბები

ნანა ჟორჟოლიანი: ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ, ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს - სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ

„როგორც ადამიანს მესმის და პოლიტიკურ ნაწილში ალბათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მომავალს საკუთარ დღის წესრიგში ცხოვრებაში ვეღარ ხედავ“, - განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა, მურთაზ...

ნანა ჟორჟოლიანი

1791702486

ახალი ამბები

პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხოქვეყნის მ...

დაკავება და ბორკილები