საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
1795943017
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
29-30 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში. შეხვედრაში მონაწილეობენ...
1795941940
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თ...
1795940414
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი: ორი თვე რომ ემზადები აქციისთვის, გაუქმებას რომ გიპირებენ, „გაბრაზებული ოპოზიცია“ რომ ხარ და 7 000 ადამიანზე მეტს ვერ აგროვებ აქციაზე - უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე სახლში
სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება. „ორი თვე რომ ემზადები აქციისთვის, გაუქმებას რომ გიპირებენ, „გაბრაზებული ოპოზიცია“ რომ ხარ და 7 000 ადამია...
1795939644
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმ...
1795938639
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია, მაგალითად, პარლამენტში არ შესვლა, რადიკალური აქციები, შტურმები პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტზე და ა.შ.
„ნაცმოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშ...


























