ლადო სადღობელაშვილი: უცხო ქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა - როგორც კი იკლებს დაფინანსება, პირდაპირ პროპორციულად იკლებს ხალხის რაოდენობა!

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი 28 ნოემბერს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი მზადებისა და ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციამ საზოგადოების მობილიზება ვერ შეძლო.

მისი შეფასებით, პიარკამპანიამ და სოციალურ ქსელებში ატეხილმა ხმაურმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო აქციაზე ოპოზიციურ სპექტრში არსებული შიდა დაპირისპირებებიც გამოჩნდა.

მისივე თქმით, ხალხის რაოდენობაც არ არის მთავარი, როგორც ამას გუშინ გვარამია გვაუწყებდა, აქ მთავარია პოლიტიკური რეალობა! ხალხს არ სჯერა ამ პოლიტიკური ნაგვის.

„ასეა როდესაც სააკაშვილის ნატეხი, პოლიტიკურად გაცამტვერებული, მორალურად დაცემული და პატრონისგან მივიწყებული ნიკა გვარამია და თამარ ჩერგოლეიშვილი აქციას გვიანონსებენ…!

ხალხის მდინარე ვერა,მაგრამ ჰორიზონტზე ნაკადული ჩანდა, ნაკადული რომელიც წუთებში გაიწოვა და გაქრა!
ორი თვე გვიანონსებდნენ აქციებს, რომელიც საბოლოოდ ძალიან მცირერიცხოვან შეკრებად იქცა! ხმამაღალი განცხადებებისა და პიარტექნოლოგიების მიუხედავად ანგაჟირებულმა ოპოზიციამ ხალხის შეკრება ვერ შეძლო! სოცქსელებში ხმაური ვერ ცვლის საზოგადოების რეალურ განწყობას, ხოლო მუდმივი მუქარა ვერ ანაცვლებს პოლიტიკურ დღის წესრიგს!
უცხო ქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა - როგორც კი იკლებს დაფინანსება, პირდაპირ პროპორციულად იკლებს ხალხის რაოდენობა! ამას ემატება ოპოზიციურ სპექტრში შიდა დაპირისპირებები, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა. „მიშას პლაკატი ვერ გაშალეს…“
ფაქტია, რომ რადიკალების მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი მოსახლეობისთვის მიუღებელია!

სად არის დაანონსებული სიურპრიზები სად არის ზღვა ხალხი ? სად არის და ლიდერების ჯიბეში!

აქ ხალხის რაოდენობაც არ არის მთავარი, როგორც ამას გუშინ გვარამია გვაუწყებდა, აქ მთავარია პოლიტიკური რეალობა! ხალხს არ სჯერა ამ პოლიტიკური ნაგვის! მოსახლეობაში ნდობა დაკარგულებს ისღა დაგრჩენიათ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაგასვათ საბოლოო ლურსმანი და ეგ არის!“ - წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795939644

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმ...

დაკავება დაკავება

1795938639

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია, მაგალითად, პარლამენტში არ შესვლა, რადიკალური აქციები, შტურმები პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტზე და ა.შ.

„ნაცმოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშ...

გურამ მაჭარაშვილი

1795937258

საზოგადოება

ანა წითლიძე ოპოზიციის აქციაზე: კარგი, ჩერგო თუ გიჟია და არაადეკვატური, მაშინ თქვენ დალაგებულებმა საჯაროდ გვიპასუხეთ - ვინ მიიღო გადაწყვეტილება, სახალხო აქციაზე ენმ სიტყვით არ გამოეყვანა?

ოპოზიციის აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ანა წითლიძე ინტერესდება, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ენმ-ს წევ...

ანა წითლიძე

1795936194

სპორტი

29 ნოემბერს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას უმასპინძლებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის ფარგლებში დღეს პორტუგალიას უმასპინძლებს. თამაში 19:15 საათზე, თბილისში, ქორქიას და ჯორჯიკი...

საკალათბურთო ნაკრები

1795934899

სპორტი

გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) მე-15 ტურნირზე კუბელი მეტოქე იონგერ ბასტიდა 6:0 დაამარცხა. ქართველმა მძიმეწონოსანმა შეხვე...

გენო პეტრიაშვილი