საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი - 12 პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი - 12 პირი დააკავეს. ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

დაკავებული პირები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები.

დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები, კერძოდ: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.

ამასთან, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა.

აღსანიშნავია, რომ ძებნილი პირების ადგილსამყოფლის დადგენისა და მათი დაკავების ოპერაციას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო
ღონისძიებები, რომელთა დაგეგმარებაშიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულნი იყო თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ბიურო, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.

ამჟამად თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

აქვე გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს აქ, ჩვენთან ერთად იმყოფებიან. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაკავშირებს, რომლის ნათელი მაგალითია ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755067697

საზოგადოება

რიკარდ იოზვიაკი: ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება

 „ევროკომისიამ ივლისში გაუგზავნა წერილი საქართველოს ხელისუფლებას, რომელშიც მოუწოდა აგვისტოს ბოლოსთვის შეესრულებინა რვა კრიტერიუმი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა...

რიკარდ იოზვიაკი

1755067533

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ წევრზე, რომელიც პოლიციელზე ძალადობაში დამნაშავედ ცნეს: გამომჟღავნდა ისიც, რომ მშობლებზე მოძალადეც აღმოჩნდა ეს ადამიანი

 გამომჟღავნდა ისიც, რომ მშობლებზე მოძალადეც აღმოჩნდა ეს ადამიანი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ანატოლი გიგაურთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლომ პო...

ლევან მაჭავარიანი

1755031114

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: „ჰამასთან“ ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობა წარსულს ჩაბარდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი აზრით, „ჰამასთან“ ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობა „წარსულს ჩაბარდა“. ტელეარხ i24-თან ინტერვიუში ის აშშ-ის...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1755029705

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი შეტევას სამი მიმართულებით ამზადებს

რუსი სამხედროები სამი მიმართულებით შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან. ოკუპანტები სხვა მიმართულებებიდან ძალებს ამ ტერიტორიებზე გადაიყვანენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურ...

ზელენსკი

1755026359

მსოფლიო

ორბანი: უკრაინელებმა წააგეს ომი, რუსეთმა მოიგო ეს ომი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა უკრაინაში მიმდინარე ომში. „ჩვენ ახლა ისე ვსაუბრობთ, თითქოს ეს ომი გაურკვევ...

ვიქტორ ორბანი