ოპოზიციურ მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთში დიპლომატი დააკავეს, რომელმაც საქართველოს მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა, რეალურად კი, ლიუ ძინჩაო არამხოლოდ ქართველ, არამედ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წამყვან ლიდერებს ხვდებოდა

 ოპოზიციური მედიების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში მაღალი რანგის დიპლომატი დააკავეს, რომელმაც საქართველოს მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა. რეალურად კი, ლიუ ძინჩაო არამხოლოდ ქართული დელეგაციის, არამედ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წამყვან ლიდერებს ხშირად ხვდებოდა.

ძინჩაო ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ვიზიტებისას, არაერთხელ მიიღეს თბილად, როგორც აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან დაახლოებული პირი. აშშ მას ჩინეთის პოტენციურ საგარეო საქმეთა მინისტრად განიხილავდა.

როგორც The Wall Street Journal წერს, ძინჩაო 2025 წლის ივლისში, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტიდან პეკინში დაბრუნებისას, „გამოკითხვის მიზნით“ დააკავეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პირი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა და სახელმწიფოს უცხოურ პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე, სოციალისტურ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგებაში ეხმარებოდა.

თანამდებობა ძინჩაომ 2022 წელს დაიკავა, რის შემდეგაც 20-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და 160-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალურ პირს შეხვდა.

ლიუს დატვირთული გრაფიკი, განსაკუთრებით კი ვაშინგტონში აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრები იწვევდა მოლოდინს, რომ ყოფილ ელჩსა და სამინისტროს პრესსპიკერს მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად აირჩევდნენ.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისმა, რომელიც ჩინეთის მთავრობისთვის მედიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ამუშავებს, უცხოური მედიასაშუალებების კითხვებს, თუ რატომ დააკავეს მაღალი რანგის დიპლომატი, არ უპასუხა.

ლიუ ძინჩაო პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევით უნივერსიტეტში, ინგლისური ენის სპეციალობით სწავლობდა, რის შემდეგაც ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა.

სხვადასხვა წლებში ჩინეთის მისიაში მსახურობდა დიდ ბრიტანეთში, ასევე, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩინეთის ელჩად მუშაობდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755075391

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავარსარდალს სა...

საქართველოს პრეზიდენტი

1755074124

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს

 საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პ...

ცესკო

1755073646

ახალი ამბები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ...

შენობა

1755067773

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ თურქეთის პრეზიდენტისგან, პირველ რიგში ის, რომ არჩევნების კუთხით ხალხის ნება იყო გამოხატული

 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მიხეილ ყაველაშვილს თურქეთში ვიზიტს გამოეხმაურა. „მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ თურქეთის პრეზიდენტისგა...

მარიამ ლაშხი

1755067697

საზოგადოება

რიკარდ იოზვიაკი: ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება

 „ევროკომისიამ ივლისში გაუგზავნა წერილი საქართველოს ხელისუფლებას, რომელშიც მოუწოდა აგვისტოს ბოლოსთვის შეესრულებინა რვა კრიტერიუმი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა...

რიკარდ იოზვიაკი