საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს

 საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.

პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის 👇

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო საკრებულოსთვის თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები და 45-ზე მეტი, ხოლო თბილისის საკრებულოსთვის 50-ზე ნაკლები და 100-ზე მეტი. რეგისტრირებულმა პარტიამ პარტიული სია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო თბილისის საკრებულოსთვის - ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი).

✔️ დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სიის წარდგენისას უნდა დაურთოს საკრებულოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ.

პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიული სიითაც არის წარდგენილი, ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია, მიუთითოს პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და ამ პარტიის სახელწოდება. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.

საკრებულოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის/ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გარდა აღნიშნულისა, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და 2 ფოტოსურათი.

✔️ უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

☑️ პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

გვარი, სახელი
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
სქესი
მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით)
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი
სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“)
თანამდებობა (საქმიანობა)
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში - ამ ოლქის დასახელება და ნომერი
☑️ სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

გვარი, სახელი

დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

სქესი

მისამართი (საქართველოს მოქალაქის

პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით)

საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი

სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“)

თანამდებობა (საქმიანობა)

საქართველოში 6 თვის ცხოვრების ფაქტი

თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე

თანხმობა ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე (წარდგენის შემთხვევაში)

სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755067697

საზოგადოება

რიკარდ იოზვიაკი: ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება

 „ევროკომისიამ ივლისში გაუგზავნა წერილი საქართველოს ხელისუფლებას, რომელშიც მოუწოდა აგვისტოს ბოლოსთვის შეესრულებინა რვა კრიტერიუმი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა...

რიკარდ იოზვიაკი

1755067533

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ წევრზე, რომელიც პოლიციელზე ძალადობაში დამნაშავედ ცნეს: გამომჟღავნდა ისიც, რომ მშობლებზე მოძალადეც აღმოჩნდა ეს ადამიანი

 გამომჟღავნდა ისიც, რომ მშობლებზე მოძალადეც აღმოჩნდა ეს ადამიანი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ანატოლი გიგაურთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლომ პო...

ლევან მაჭავარიანი

1755031114

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: „ჰამასთან“ ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობა წარსულს ჩაბარდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი აზრით, „ჰამასთან“ ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობა „წარსულს ჩაბარდა“. ტელეარხ i24-თან ინტერვიუში ის აშშ-ის...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1755029705

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი შეტევას სამი მიმართულებით ამზადებს

რუსი სამხედროები სამი მიმართულებით შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან. ოკუპანტები სხვა მიმართულებებიდან ძალებს ამ ტერიტორიებზე გადაიყვანენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურ...

ზელენსკი

1755026359

მსოფლიო

ორბანი: უკრაინელებმა წააგეს ომი, რუსეთმა მოიგო ეს ომი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა უკრაინაში მიმდინარე ომში. „ჩვენ ახლა ისე ვსაუბრობთ, თითქოს ეს ომი გაურკვევ...

ვიქტორ ორბანი