შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა 1969 წელს დაბადებულმა ხ.ზ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 1964 წელს დაბადებულ მოქალაქე ი.გ.-ზე და 1960 წელს დაბადებულ მოქალაქე ა.ბ.-ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ უკანონო რეალიზაცია.
„მოქალაქეების ი.გ.-ს და ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი” და ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით და 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აღნიშნული დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1755075391
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავარსარდალს სა...
1755074124
საზოგადოებასაარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პ...
1755073646
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ...
1755067773
საზოგადოებამარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ თურქეთის პრეზიდენტისგან, პირველ რიგში ის, რომ არჩევნების კუთხით ხალხის ნება იყო გამოხატული
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მიხეილ ყაველაშვილს თურქეთში ვიზიტს გამოეხმაურა. „მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ თურქეთის პრეზიდენტისგა...
1755067697
საზოგადოებარიკარდ იოზვიაკი: ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება
„ევროკომისიამ ივლისში გაუგზავნა წერილი საქართველოს ხელისუფლებას, რომელშიც მოუწოდა აგვისტოს ბოლოსთვის შეესრულებინა რვა კრიტერიუმი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა...