"საქართველოში „ომიკრონის“ საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა მარტში იქნება ხელმისაწვდომი" - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი მწვანე პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერმა მთავრობის სხდომამდე გააკეთა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, საუბარი პრემიერის ანტივაქსერობაზე არასწორია.

მან აღნიშნა, რომ მარტში საქართველოში Pfizer-ის ახალი ვაქცინა შემოვა, რომელიც „ომიკრონზე“ იქნება გათვლილი.

„საუბარი იმაზე არის თუ არა პრემიერ-მინისტრი ანტივაქსერი, ვფიქრობ, არასწორია.

მე ზუსტად გავიგე რაც იგულისხმა.

ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონის“ შემთხვევაში გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს.

მან თქვა ის, რომ ინფიცირება ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო.

„ომიკრონთან“ დაკავშირებით, როგორც იცით Pfizer-მა უკვე შექმნა ახალი ვაქცინა, რომელიც კონკრეტულად „ომიკრონზე“ მუშაობს და ეს ახალი ვაქცინა მარტში გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

„ევროპული ქვეყნების გამოცდილებისა და ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ე.წ მწვანე პასპორტების ფუნქციონირება მიზანშეწონილად აღარ ჩავთვალეთ - მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიებს ვაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა სიახლეები:

🔵 ფინანსთა მინისტრი ფოთში ევაკუატორების მძღოლების აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

🔵 საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების შემსუბუქების საკითხს განიხილავს

🔵 მიხეილ სააკაშვილი: ოჯახის წევრებთან პაემნები კვირაში ერთხელ აღარ, თვეში ერთხელ მექნება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791810700

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1791809968

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა

„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...

 ნინო ფოჩხუა

1791809645

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...

ირაკლი კობახიძე

1791807887

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი

„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...

ირაკლი კობახიძ

1791807082

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ

„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...

ირაკლი კობახიძე