შალვა პაპუაშვილი: 9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს ღირსეული წვლილი მიუძღვის, ამ წვლილის, მსხვერპლის, გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება

„80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც, ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო, რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა, სწორედ ამიტომ იყო ეს ომი ჩვენი სამამულო ომი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს.. გწერთ თქვენი სიცოცხლის მონატრე..“ – 1945 წლის 18 თებერვალს ფრონტიდან ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი ბოლო აღმოჩნდა.

9 მაისს საქართველოში ვზეიმობთ გამარჯვების დღეს, 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნად.

საქართველოდან, ამ გამარჯვებამდე მიმავალ ბრძოლის ველზე, 300 000 ადამიანი დაეცა, რითაც მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი მივიღეთ.

ეს ფასი ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიხადეთ.

საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის მამა, პაპა, დიდი პაპა არ მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. დღემდე ცოცხლები არიან ომის მონაწილე ვეტერანები.

გასული 80 წლის განმავლობაში 9 მაისის აღნიშვნა ჩვენს განუყოფელ ტრადიციად იქცა, რაც დღევანდელ გამრუდებულ ყოფაში ცოცხალი შეხსენებაა იმისა, თუ რანი ვიყავით გუშინ, სად ვიდექით, რისთვის ვიბრძოდით და რანი ვართ დღეს.

დღეს ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების მისიად გაიხადეს საქართველოს ისტორიის, ჩვენი წარსულის და გამარჯვების დღის დაკნინება.

წარსულის გადააზრების საბაბით, მუდმივი აპელირება, თუ რომელია სწორი თარიღი, 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება, შეიძლება თუ არა სტალინის ხსენება და ათასი მსგავსი განწვალება და უქმადმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ – მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა, საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამო დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ეროვნული იდენტობის იმგვარი მოშლა, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის, უცხო გავლენით, ფსევდოევროპული და ხელოვნურად კონსტრუირებული იდეოლოგიის დასამკვიდრებლად.

ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები მართლაც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაზე და ქვეყნის გაუბედურებაზე, ამ იდეოლოგიის მატარებელ სოცმედია აქტივისტებთან ერთად ცდილობენ 9 მაისის მნიშვნელობის შეცვლას.

9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის. ამ წვლილის, ამ მსხვერპლის და ამ გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება.

ქართველი ხალხი საკმარისად ძველი, მრავალჭირნანახი და ბრძენი ხალხი ვართ იმისთვის, რომ წარსულით ვინმეს ჩვენი შერცხვენა გაუვიდეს. ჩვენი ისტორია მთლიანია. ბედის ავბედითობით რაც გაგვივლია, ჩვენმა წინაპრებმა ღირსეულად გაიარეს. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. ჩვენ ყველანი მხოლოდ საქართველოსთვის ვიბრძოდით და ასეც გავაგრძელებთ.

80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც. ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო. რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა. სწორედ ამიტომ იყო ეს ომი ჩვენი სამამულო ომი.

80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ.

გილოცავთ 9 მაისს, ჩვენი გამარჯვების დღეს!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746787412

ახალი ამბები

თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირის დაბადება ევროპული ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გახდა შესაძლებელი, ვინც იმ ბრძოლას არ აფასებს, ის ვერც ამ ევროპას შეაფასებს რეალურად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე 9 მაისს, როგორც „ევროპის დღის“ და ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღმნიშვნელ თარიღს, სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ 9 მაისი ევროკავშირის დაბადების დღედ...

თამარ ჩიბურდანიძე

1746786038

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას

„საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაურ...

ირაკლი კობახიძე

1746785273

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 300 000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი

300 000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, რომ არა ეს მ...

შალვა პაპუაშვილი

1746783354

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ გარედან მიღებული მითითებებით იმოქმედებენ, ამ დონეზე ესმით ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ხელისუფლების პასუხ...

შალვა პაპუაშვილი

1746782201

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთ...

სულხან თამაზაშვილი