შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ გარედან მიღებული მითითებებით იმოქმედებენ, ამ დონეზე ესმით ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ხელისუფლების პასუხისმგებლობა ესმის იმგვარად, რომ ხელისუფლება გარედან მიღებული რეკომენდაციებით უნდა მოქმედებდეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება „მხოლოდ ქართველ ხალხს უჯერებს“.
„როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს? ესეც ხომ ბუნებრივია. ოპოზიცია ამომრჩეველს ჰპირდება ერთადერთ რამეს, რომ იმოქმედებენ გარედან მიღებული რეკომენდაციებით, რჩევებით თუ მითითებებით. ოპოზიცია და ენჯეოსექტორი დღეს საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთ რამეს საყვედურობენ, ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწე რომ გეუბნება, რატომ არ უჯერებ ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწესო. ამ დონეზე ესმით მათ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს. ეს არის მათთვის პრობლემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორი ოპოზიციური პარტია – „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება და რეგიონებში მითითებებიც აქვთ გაცემული.
პაპუაშვილის თქმით, ისინი თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებენ.
„დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონებში მითითებები აქვთ მიცემული. სასაცილოა, თავის ამომრჩევლებს რომ თვალში ნაცარს აყრიან. ამ ადამიანებს თავი მოაქვთ რევოლუციონერებად და ამ დროს არჩევნებისთვის ორგანიზება, მომზადება აქვთ დაწყებული. პატარა ქვეყანაა და ყველა ხედავთ ამას, მით უმეტეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ეს ყველაფერი რეგიონში ჩანს, არ იმალება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
1746802198
ახალი ამბებისაზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობენ
ევროპის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მონაწილეობენ ევროკავშირის წარმომადგენლობების, ადგილობრივი ხელისუფლებებისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ ორგანიზებუ...
1746799515
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ელენე ხოშტარიას: როდესაც მთელმა საქართველომ იცის, ძალიან დიდი ფულით ფინანსდები რუსეთის ბიუჯეტიდან და კიდევ სხვას რომ დაუძახებ რუსეთუმეს, სარკეში ჩაიხედე ძილის წინ და შეიძლება, რაღაც ამოიცნო შენს თავში
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელენე ხოშტარიას მხრიდან, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ო...
1746797362
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ მეგობრობას, ჩვენი ქვეყნის ნგრევას ვერ ვამჯობინებთ
ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „ქარ...
1746794851
ახალი ამბებისაპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქ...
1746793661
ახალი ამბებისოხუმის ცენტრში მკვლელობა მოხდა
სოხუმის ცენტრში, მარუხის ქუჩაზე მოქალაქე გარიკ ავიძბა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ადგილზე ე.წ. შს სამინისტროს, დე ფაქტო პროკურატურის და ე.წ. დაცვის სამსახურის წარმ...