შალვა პაპუაშვილი - აბსურდია, როცა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი
აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები.
„აქამდე, სამწუხაროდ, იყო მცდელობები ფარისევლური მზრუნველობის გამოჩენის, რაც სინამდვილეში გულისხმობდა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ერთია, როდესაც დიდი ქვეყნები არიან ამით დაკავებული, მაგრამ ესტონეთის ხელისუფლების დონემდე როდესაც დავიდა ეს ყველაფერი, რომ ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს პრეტენზიები, ჩამოვიდეს და ქვეყანა თავის ჭკუაზე უნდა დაალაგოს, ეს ის ეტაპია, ზუსტად იმ ფსევდო ლიბერალურ ღირებულებებთან, სადაც მივიდა, საბოლო ჯამში, სამყაროს გარკვეული ნაწილი, რომ იმის იქით უკვე აბსურდი იყო.
რა თქმა უნდა, აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ასეთ აბსურდზე რომ მივიდნენ, მაშინ უკვე საბოლოოდ გამოჩნდა, რომ შეუძლებელია ასეთი სახით საუბარი ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობის. აქედან გამომდინარე ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენიტეტი, რომელიც საქართველომ მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და სისხლით, ასე ადვილად არ დაუთმობს პოსტსაბჭოთა ლიდერებს. გუშინაც ვისმენდით ევროპარლამენტში, გორბაჩოვის თანამებრძოლი ადამიანები, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, ეროვნული ინტერესები. ამას ქართველი ხალხი რომ არ მიიღებს და ირონიით უყურებს, მგონი, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1737551235
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8612 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8515 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1737550821
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე ანდრო ჭიჭინაძეზე: თუ შეურაცხყოფის გზას ირჩევენ, მაშინ შემოთვლებს თავი უნდა დაანებონ, თუ შემოთვლები, თავდებობა და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამისი პირობები გადავეცი საჯაროდ - ჩამოყალიბდნენ
„დღეს თუ მართალია ადამიანი, მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაიმართლოს და როდესაც სასამართლოში თავის გამართლების ასეთი საშუალება გაქვს, მაშინ უნდა „მიაწვე“ ბოლომდე ამას და თუ უდანაშაულო ხარ ა...
1737550334
მსოფლიორუსი დეპუტატი მიხეილ ლერმონტოვის დაღუპვის გამოძიებას მოითხოვს
რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი, სახალხო არტისტი ნიკოლაი ბურლიაევი ცნობილი რუსი პოეტის, მიხეილ ლერმონტოვის დაღუპვის გარემოებების გამოძიებას მოითხოვს. შესაბამისი თხოვნით მან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს...
1737548326
მსოფლიორუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი ტრამპთან კომუნიკაციისთვის შიდა სამუშაოებს ახორციელებს
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების კომუნიკაციის საკითხი ჯერ შეთანხმებული არ არის. როგორც რიაბკოვმა რუსულ მედიას განუ...
1737546605
ახალი ამბებისაახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე 23 იანვარს, 00:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია იუწყება და შეზღუ...