შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილია ევროპა, ჩვენ ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ჯანდაცვა, უფასო ბაღები, მშობლების პატივისცემა და ღირსეული სიბერე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის მერის საქმიანობასა და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, კახა კალაძის მერობის პერიოდში განხორციელებული პროგრამები ასახავს ჭეშმარიტად ევროპულ პოლიტიკას, ხოლო ევროპული სტრუქტურების მხრიდან სააკაშვილის ევროპასთან გაიგივება მიუღებელია.
„დღეს მოვისმინეთ, თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. მართლაც, ეს არის, რასაც ჩვენ ვხედავთ - როგორ ხდება თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი და დედაქალაქი“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროპული პოლიტიკა გულისხმობს არა ფასიან ბაღებსა და სესხებით მიღებულ სამედიცინო მომსახურებას, არამედ მოქალაქეზე ზრუნვას.
„ვხედავთ როგორ ცდილობენ თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟს, მათ შორის ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები. ეს არის სამწუხარო პრობლემა. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილია ევროპა - ის ადამიანი, რომლის დროსაც მთელი თაობა ჩაირეცხა. და ჩვენ ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის მშობლების თაობის პატივისცემა, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა და იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანმა, რომელმაც თავისი შრომა შეალია ქალაქს თუ ქვეყანას, სათანადოდ იყოს დაფასებული.
ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა - ის სააკაშვილი, რომლის დროსაც ფასიანი იყო ჯანდაცვა, როდესაც ადამიანებს ბანკის სესხების აღება უწევდათ, იმისთვის რომ ელემენტარული სამედიცინო მომსახურება მიეღოთ. ჩვენ ბრიუსელს ვეუბნებით, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ჯანდაცვა და ის პროგრამები, რომლებიც თბილისს კიდევ დამატებით აქვს თავისი მოქალაქეებისთვის, როდესაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ყოველწლიურად სარგებლობს და ამით ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფასთან ერთად მოსახლეობის ასაკის ზრდაზეც ახდენს გავლენას.
ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა - ადამიანი, რომლის დროსაც ბაღები გახდა ფასიანი და ადამიანებს შვილები ვერ დაჰყავდათ ბაღებში. ჩვენ ვეუბნებით ბრიუსელს, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ბაღები, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ მცირეწლოვანი შვილები მიიყვანონ სათანადო სტანდარტის ბაღებში, თავად კი დაკავდნენ საკუთარი პროფესიით.
აი ეს არის, სხვაობა ბრიუსელის მხრიდან დანახულ ევროპასა და ჭეშმარიტ ევროპას შორის. აი აქ არის ზუსტად ის კონფლიქტი, რომელიც სამწუხაროდ წარმოშვა ბრიუსელის მიერ იმის წარმოჩენამ, რომ სააკაშვილი და მისი მიდგომები არის ევროპა და არა ის, როგორც ამას ქართველი ხალხი ხედავს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1751289905
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7227 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7236 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1751288883
ახალი ამბებიგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლებ...
1751288742
ახალი ამბებიპარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება
მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. „საქართველოს პრე...
1751288284
ახალი ამბებიძლიერი ქარი და წვიმა ელჭექით - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვები...
1751286206
ახალი ამბებიალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს...