შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის შიგნით სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი, რომ უნდა გაივლოს ზღვარი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა

„საქართველოს განცხადებებს აკრიტიკებენ ისინი, ვისაც სურს ახალი ინტერნაციონალის სახით ჩამოყალიბებული ერთობა, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო ერთი ცენტრიდან იმართება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებაზე,რომ „ესპანეთი იმართება არა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან, ბუენოს აირესიდან, თელ-ავივიდან, არამედ ესპანეთიდან, არ დავუშვებთ, ჩვენი ქვეყანა რომელიმე ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის უკანა ბაღი გახდეს“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირში სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი.

„სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ქვეყნებისგან, რომ უნდა იყოს გავლებული ზღვარი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის. ეს არის ევროკავშირის მოსახლეობის მოთხოვნა. იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ამ მოთხოვნას არ მიჰყვებიან, ვხედავთ, აღარ აქვთ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა.

გერმანიაში, საფრანგეთში ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა 20%-ზე ქვემოთ არის, 10%-ის გარშემოა. ეს აჩვენებს, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებები აღარ გამოხატავენ საკუთარი ხალხის ნებას, მათ შორის იმ საკითხში, იმოქმედონ საკუთარი მოსახლეობის სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794549965

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს მტკიცებულებებს

„აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს ფაქტებსა და მტკიცებულებებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, საკონსტიტუციო სარ...

ლევან მაჭავარიანი

1794548293

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება

„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება. ვიზიტის ბოლო დღეს მმართველი პარტიის წევრებმა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში ერთ-ერთი ტექნოლოგიური გ...

„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი

1794547234

ახალი ამბები

ანტალიაში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება

ანტალიაში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდება. მხარეებ...

მიხეილ ყაველაშვილი

1794546458

ახალი ამბები

გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ყოველი მათი განმარტება ადასტურებს ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, მათი განცხადებები მათივე პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომა რამდენიმე საათში ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში დაიწყება. შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზი...

გიორგი კახიანი

1794544928

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ნოემბერს საქართველოში

13 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსა...

ამინდი ამინდი