შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს: ასამბლეის პრეზიდენტ იოან ვულპესკუსა და გენერალურ მდივან მაქსიმოს ხარაკოპულოსს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომის მასპინძლობა.

შალვა პაპუაშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოხატვისთვის.

მაქსიმოს ხარაკოპულოსმა განაცხადა, რომ 18 წლის წინ ჰქონდა ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა მის, როგორც ქართველი ხალხის გამაერთიანებლის, როლს. მან განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, რასაც ისტორიული ფაქტები ადასტურებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც მართლმადიდებლობის ძლიერი ტრადიციების მქონე ქვეყნის, ევროკავშირში ინტეგრაცია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დღესდღეობით ხშირად არის საუბარი ევროპულ ღირებულებებზე და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ნამდვილი ევროპული ღირებულებების ქრისტიანული ფესვების ხაზგასმა.

ასევე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო საქმიანობაში ქრისტიანული ღირებულებების სათანადო ასახვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2026 წელს საქართველო გაქრისტიანების 1700 წლისთავს აღნიშნავს. შალვა პაპუაშვილმა დელეგაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ერთგული წევრია და მზად არის შემდგომი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დელეგაციის წევრმა ზაზა ლომინაძემ.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776514326

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებუ...

პროკურატურა

1776514115

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ცოტნე ივანიშვილის გაჟღერებული პატრიოტული პოზიცია, არის ქვეყნისათვის სარგებლის მომტანი, დიახ, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია, ამ ყველაფერს აგდებით უყურებს და ცდილობს, პროცესი დააკნინოს და გააუფასუროს

„ცოტნე ივანიშვილის, კარგი და ახალგაზრდა კაცის, კიდევ ერთხელ გაჟღერებული პატრიოტული პოზიცია, თავისთავად არის ქვეყნისათვის პოზიტივის და სარგებლის მომტანი. დიახაც, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, მეტი სივრცე...

გიორგი გამსახურდია

1776512967

ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილი: მინდა მადლობა ვუთხრა დიდი გულის მქონე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს ცოტნე ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდობის საკითხებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო, რომელიც შეკვეთილში, გურულ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა. გენო პეტრიაშვილის...

გენო პეტრიაშვილი

1776510830

მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს ალიანსიდან არ გაიყვანს. ამის შესახებ რუტემ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. „მე ვერ ვხედავ აშშ-ის ნატოდან გასვლის ა...

მარკ რუტე

1776509608

ახალი ამბები

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ). ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში ი...

ტატო გრიგალაშვილი