შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შეცვლის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა, მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს თავად განმარტავს. მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. გადაწყვეტილება არის მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტი, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცნობად მიიღო.

ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად, იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა, ჩვენს გუნდთან, ლიდერებთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა რა თქმა უნდა, დეტალებზე ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს თქვენ უფრო მეტ დეტალს გაიგებთ იმ პროექტთან, მიმართულებასთან  დაკავშირებით, რომელსაც ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა, ეს ახსნის იმ მიზეზებს, რომლებზეც არ შეგვიძლია ამ საკითხზე ბოლომდე ვთქვათ. პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. შევეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე. დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. დიდი მადლობა ყველა თანამშრომელს თავიანთი პროფესიონალიზმისთვის. რა თქმა უნდა, ჩემს გუნდს დიდი მადლობა, პირადად ირაკლი კობახიძეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი წარმატებით განახორციელებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგა, მეგობარია. წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებით მთლიანად ვიზეიმებთ გუნდი და მთლიანად საქართველო“, – განაცხადა კახა კუჭავამ

ასევე საინტერესოა:

🔵 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა

🔵 ასტროლოგ ხათუნა ნოელის პროგნოზი სამთავრობო ცვლილების შესახებ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791972495

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში - ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი ს...

მიხეილ ყაველაშვილი

1791971349

ახალი ამბები

ვატიკანი: რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს

Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო მას შემდეგ დაუდგინდა, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთეს. როგორც მედიასაშუალება აღნი...

რომის პაპი

1791967550

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა

საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტი...

დავით მათიკაშვილმა.

1791964853

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ

„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...

არჩილ გორდულაძე

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი