შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, მომავალი თაობისთვის, რომელიც შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს, - მიმართა სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სვეტიცხოვლობისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ.

შალვა პაპუაშვილმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ.

1700 წლის წინ აქ, ამ ადგილას მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო. მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა „ვეფხისტყაოსანი“, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ.

ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ხელით, უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე.

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791964853

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ

„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...

არჩილ გორდულაძე

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1791963135

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...

ზურაბ ქადაგიძე

1791962485

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...

მაკა ბოჭორიშვილი

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო