ვატიკანი: რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს

Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო მას შემდეგ დაუდგინდა, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთეს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ბიულეტენში ნათქვამია, რომ 71 წლის პონტიფიკოსს ფილტვის ადენოკარცინომა აღენიშნება.

ოპერაციის დროს ჩატარებულმა ქსოვილის ანალიზმა დაადასტურა ის დიაგნოზი, რომელსაც ექიმები წინასწარი გამოკვლევების საფუძველზე ვარაუდობდნენ.

პონტიფიკოსი 13 ოქტომბერს რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს იმ წარმონაქმნის მოსაშორებლად, რომელიც ექიმებმა რუტინული სამედიცინო შემოწმებისას ფილტვზე აღმოაჩინეს.

რომის პაპის მთავარმა ქირურგმა სტეფანო მარგარიტორამ და მისმა პირადმა ექიმმა, დოქტორმა ლუიჯი კარბონემ განაცხადეს, რომ ოპერაცია დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა და წარმატებით, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791963135

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...

ზურაბ ქადაგიძე

1791962485

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...

მაკა ბოჭორიშვილი

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო

1791958715

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...

გია ვოლსკი

1791958012

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამ...

ამინდი ამინდი