შალვა პაპუაშვილი: პარტიის კონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვა პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა

„ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება კი სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.

„ამასთან, ასეთი განცხადებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.

იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792656830

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო ტყით სარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერ...

გარემოსდაცვა

1792655389

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დღეს პარტიებს შუამდგომლობების დაყენები...

გიორგი კახიანი

1792655319

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხის ამპლუაში წარმოდგენილი ძალები პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობენ. მას მიაჩნია, რომ ოპოზიციუ...

თორნიკე ჭეიშვილი

1792653843

ახალი ამბები

პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. როგორც გენ...

დიტო ჩუბინიძე

1792653092

მსოფლიო

კიევზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა

რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით საჰაერო იერიში განახორციელეს. შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. ბალისტიკური რაკეტებით ი...

 საჰაერო იერიში