თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხის ამპლუაში წარმოდგენილი ძალები პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობენ.
მას მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიები არსებით განხილვებსა და საკონსტიტუციო სარჩელს უფრთხიან.
„პრინციპში, როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტურული ძალები, რომლებიც ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არიან მოპასუხის ამპლუაში საკონსტიტუციო სასამართლოში, ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ კონკრეტული ეტაპები იმისათვის, რათა არსებითი განხილვის ცენტრალური ნაწილი, რომელიც გულისხმობს ახსნა-განმარტებების მიცემას, რომელიც გულისხმობს კითხვა-პასუხს, პაექრობას და შესაბამის დასკვნებს, იყოს რაც შეიძლება გაჭიანურებული.
ეს ამ შემთხვევაში გულისხმობს და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი რეალურად უფრთხიან ძალიან ამ საკონსტიტუციო პროცესს, საკონსტიტუციო სარჩელს. ვინ ვინ და მათ შესანიშნავად იციან მართლაც იმ არაკონსტიტუციური ქმედებების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მათ მიერ იქნა ჩადენილი სხვადასხვა დროს. ეს უკავშირდება როგორც 2003-2012 წლებს, ისე რა თქმა უნდა 2012 წლის შემდგომ პერიოდს.
რეალურად გუშინდელმა დღემ ჩვენ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა დაგვანახვა ისიც, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი მართლაც ხელს აწერენ და საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ რეალურად კონსტიტუციურ წესრიგს, მათთვის ჩალის ფასი აქვს კონსტიტუციურ წყობილებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, თუ სხვა მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის რეგლამენტირებული“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
1792648563
ახალი ამბები„აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს“ - თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ამას...
1792647543
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში
„ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC)...
1792647190
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში
„ჩვენ ავიღეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და რეალურად შევქმენით ეკოსისტემა, სადაც მეწარმეს ხელმისაწვდომობა აქვს განვითარების ყველა ეტაპზე სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე“, - განა...
1792647116
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში
მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითა...
1792647056
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: რაც დათესეს საქართველოში, მიიღეს საფრანგეთში
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ფაღავას განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ ახალგაზრდების წაქეზება ევრობიუროკრატიას თავადვე შემოუბრუნდა. „ეს არის პოლიტიკური...






























