ალექსანდრე ხვთისიაშვილი: ბათუმში ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობს.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით დინამიკურად ვითარდება, რასაც მაღალი დონის ვიზიტების მზარდი ინტენსივობა და ყაზახეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკებთან სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარება ადასტურებს.
„განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო პერიოდში როგორც საქართველოს, ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპი. შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენი და მათი სტრატეგიული მიზნები ეკონომიკური თვალსაზრისით თანხვედრაშია“, - აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ბათუმში გამართული შეხვედრა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.
„ვფიქრობთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხელს შეუწყობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების უფრო მჭიდროდ თანამშრომლობას, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, დაკავშირებადობის გაძლიერებას. იმედი გვაქვს, რომ ამ ტიპის და ამ ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
1792655319
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხის ამპლუაში წარმოდგენილი ძალები პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობენ. მას მიაჩნია, რომ ოპოზიციუ...
1792653843
ახალი ამბებიპროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დიტო ჩუბინიძე დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. როგორც გენ...
1792653092
მსოფლიოკიევზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა
რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით საჰაერო იერიში განახორციელეს. შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. ბალისტიკური რაკეტებით ი...
1792652468
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი, პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რ...
1792650494
ახალი ამბებისოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა უბრალოდ „ფაქტების კომპილაცია“, „ფაქტების შეჯამებაა“ და მეტი არაფერი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესს ეხმაურება. მისი განცხადებით,...




























