პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ბექა კვიციანმა განაცხადა, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას.

სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის – ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.

აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ბექა კვიციანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792647543

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში

„ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC)...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792647190

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში

„ჩვენ ავიღეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და რეალურად შევქმენით ეკოსისტემა, სადაც მეწარმეს ხელმისაწვდომობა აქვს განვითარების ყველა ეტაპზე სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე“, - განა...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792647116

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში

მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითა...

ირაკლი ნადარეიშვილმა.

1792647056

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: რაც დათესეს საქართველოში, მიიღეს საფრანგეთში

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ფაღავას განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ ახალგაზრდების წაქეზება ევრობიუროკრატიას თავადვე შემოუბრუნდა. „ეს არის პოლიტიკური...

თორნიკე ფაღავა

1792646709

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...

ამინდი - ამინდი