შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება წარმოადგენდა

საქართველოში ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიული მშვიდობა უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას.

„ხანგრძლივი მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორებიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო, დაფასებული რეალობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753900067

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ომია

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ომია - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „დასავლეთის ლიდერი დონალდ ტრამპია. სანამ ორ ლიდერს შორის პირდაპირი...

ვიქტორ ორბანი

1753898440

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაციას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის, თუ რას ეფუძნება ასე უაპელაციოდ, ხმამაღლა გაკეთებული შეფასება, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული

ადმინისტრაციას, ამ შემთხვევაში, ჰქონდა და აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის იმის თაობაზე, თუ რას ეფუძნება მათი შეფასებები და ასე უაპელა...

გიორგი კალანდარიშვილ

1753896185

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მალაიზიის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჯოჰარი ბინ აბდულს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მზარდ ურთიერთობებს. ყურადღე...

შალვა პაპუაშვილი

1753896138

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტ ფაისალ აკეფ ალ-ფაიზს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა...

შალვა პაპუაშვილი

1753895385

საზოგადოება

ზარქუა: არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს, ოპოზიციაა, თუ რიგითი წევრი

არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ მთავარი ერთია, ვინც დააშავებს და ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რა არის და რას წარმოადგენს, - ამის შესა...

ირაკლი ზარქუა