შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით,  2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ერთი პირი, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788253427

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა...

 ირაკლი კირცხალია

1788252799

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე

საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი...

ირაკლი კირცხალია

1788251991

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი

ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტე...

ირაკლი კირცხალია

1788251953

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა...

ირაკლი კირცხალია

1788251467

საზოგადოება

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს წარმატებული საქმიანობა უსურვა. „ყველას გილოცავთ საშემოდგომო სესიის დაწყებას. გისურვ...

პარლამენტის საშემოდგომო სესია