ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

39 წლის ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამში გააკეთა ოფიციალური განცხადება.

„ფინალის შემდეგ გასული მთელი ამ დროისა და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მინდა, ყველას გამოვუცხადო, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერას ვასრულებ… ამ გადაწყვეტილებამ ტკივილი მომაყენა, რომელიც დღემდე არ ნელდება, მაგრამ მესმის, რომ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა.

გეფიცებით, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი – არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა ყველაფერს ვიგებდით, არამედ ადრეულ პერიოდშიც. ყოველთვის ვიბრძოდი და ყველაფერს ვთმობდი ამ მაისურისთვის, რათა თქვენთვის სიხარული მომეტანა და ფეხბურთის წყალობით გეამაყათ, რომ არგენტინელები ხართ.

ძალიან ცოტა დრო რჩება. ეტაპები სრულდება და ეს ეტაპი განსაკუთრებით მტკივნეულია. მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება ეროვნულ ნაკრებში გატარებული დრო. ყველაფერი გავიღე, რისი გაღებაც შემეძლო. მეტი აღარაფერი მაქვს გასაცემი. თანაც მოდიან შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც იმსახურებენ ნაკრებში ყოფნას.

გმადლობთ იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მჩუქნიდით. ეს ძალიან მომენატრება. ახლა მეც ერთ-ერთი თქვენგანი გავხდები, ტრიბუნებიდან ვუქომაგებ და მხარს დავუჭერ.

მადლობა ჩემს ოჯახს იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და ამ მშვენიერ, თუმცა რთულ მოგზაურობაში თან მახლდა. მადლობა თითოეულ მწვრთნელს, თანაგუნდელსა და მენეჯერს, რომლებთან ერთადაც წილად მხვდა ამ გზის გავლის ბედნიერება. თან მიმაქვს დაუვიწყარი მოგონებები და მომენტები.

მივდივარ სულიერი სიმშვიდისა და სიამაყის გრძნობით იმის გამო, რომ თქვენ და ჩემს პარტნიორებს რამდენიმე ზღაპრული მომენტი გაჩუქეთ. წარმოუდგენელი იყო ამის თქვენთან ერთად განცდა. მიყვარხართ!

მადლობას ვუხდი ღმერთს იმისთვის, რომ არგენტინელი ვარ. წინ, არგენტინა!

შენიშვნა. ეს სიტყვები 21 ივლისს დავწერე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან ორი დღის შემდეგ. დღეს, მამის გარდაცვალების შემდეგ ამაში იმაზე მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე ადრე“, – დაწერა მესიმ.

მესი არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობდა. მის შემადგენლობაში ფორვარდმა მოიგო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, ორჯერ კოპა ამერიკა (2021, 2024) და ფინალისიმა (2022).

ეროვნულ გუნდში მესიმ 207 მატჩში 125 გოლი გაიტანა, რაც მეორე შედეგია სანაკრებო დონეზე. კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრებში 233 მატჩში 146 გოლი აქვს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788802681

მსოფლიო

სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...

სტივ უიტკოფმა

1788801303

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...

ალექსანდრე დარახველიძე

1788798869

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...

თამარ იოსელიანი

1788797071

ახალი ამბები

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.  მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1788795593

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი