კახა კალაძე: ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე. მათი სახელი უკვდავია ისევე, როგორც მარადიულია საქართველო, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი

დედაქალაქის მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, აღნიშნულმა ომმა დაგვანახვა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება.
„8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ქვეყანას უდიდესი ადამიანური დანაკარგი და უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური შედეგები მოუტანა. ჩვენ ამ ომში ბევრი მებრძოლი ჯარისკაცი და პოლიციელი დავკარგეთ. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა. დავკარგეთ ტერიტორიები. მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგები. ათი ათასობით ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.
აგვისტოს ომმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, დაგვანახა მხოლოდ შეშფოთებული საერთაშორისო საზოგადოება.
მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე. მათი სახელი უკვდავია ისევე, როგორც მარადიულია საქართველო, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1754640678
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ ალეკო ელისაშვილზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით: საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ
ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად არასერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალებისა. ამიტომ შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა...
1754640628
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება - თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით
მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ...
1754640581
საზოგადოებაკახა კალაძე: მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზედაც ხელი იქნა მოწერილი
თბილისის მერის ის შეფასებით, მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზედაც ხელი იქნა მოწერილი და ასევე, ყველა ის ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებ...
1754640429
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა
ოპოზიცია მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის...
1754640360
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სრული კატასტროფაა ევროპაში და იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, - განუცხადა ჟურნალისტებ...