შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ ალეკო ელისაშვილზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით: საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ

ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად არასერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალებისა. ამიტომ შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჟურნალისტის კითხვას „ლელოს“ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარტიის კანდიდატი არჩევნებზე მერაბ სეფაშვილი ან ალეკო ელისაშვილი იქნება.

მისი თქმით, ამ ორ კანდიდატს შორის არჩევანიდანაც ჩანს, რომ ოპოზიცია იმართება გარე ძალების ხელით.

მას ასევე ჰკითხეს, ალეკო ელისაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მედიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა ალეკო ელისაშვილზე გამოაცხადა ძებნა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ გადასცემს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გამოძიებას ელისაშვილს, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს, სხვა ქვეყნებს არ გადასცემს.

„საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება სრულად საქართველოს ტერიტორიაზე, შეძლებისდაგვარად ტერიტორიის მიღმაც. რაც შეეხება მოქალაქეებს, ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754640628

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება - თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით

მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ...

ირაკლი კობახიძე

1754640581

საზოგადოება

კახა კალაძე: მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზედაც ხელი იქნა მოწერილი

თბილისის მერის ის შეფასებით, მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზედაც ხელი იქნა მოწერილი და ასევე, ყველა ის ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებ...

კახა კალაძე:

1754640488

საზოგადოება

კახა კალაძე: ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე. მათი სახელი უკვდავია ისევე, როგორც მარადიულია საქართველო, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი

დედაქალაქის მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თა...

კახა კალაძე

1754640429

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა

ოპოზიცია მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის...

ირაკლი კობახიძე

1754640360

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სრული კატასტროფაა ევროპაში და იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, - განუცხადა ჟურნალისტებ...

ირაკლი კობახიძე