კახა კალაძე: მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზედაც ხელი იქნა მოწერილი

თბილისის მერის ის შეფასებით, მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზედაც ხელი იქნა მოწერილი და ასევე, ყველა ის ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„უმძიმესი იყო შედეგები იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უმძიმეს რეზოლუციას, რომელიც ამ ომის შემდეგ იყო მიღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ნამდვილად არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს. აშკარად იკვეთება სხვა ქვეყნის თუ დაჯგუფების ინტერესები. შესაბამისად, ყველა კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს, უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი. მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზედაც ხელი იქნა მოწერილი და ასევე, ყველა ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკით ახორციელებდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მერი პასუხობს:

„მე არაფერს ვფიქრობ, მე გაჩვენებთ ერთ საინტერესო ამონარიდს რეზოლუციიდან, სადაც თეთრზე შავით წერია ძალიან მძიმე სიტყვები, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“. ამას ხელი მოაწერა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ეს არის ღალატი, დანაშაული, უმძიმესი ფაქტი და შესაბამისად, მას უნდა მოჰყვეს რეაგირება. საზოგადოებაში არსებობს კითხვები და მას უნდა გაეცეს პასუხი.

2008 წლის 8 აგვისტოს ომმა ჩვენ დაგვანახვა მხოლოდ შეშფოთებით შემოფარგლული საერთაშორისო თანამეგობრობა, დაგვანახვა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. ასევე, აშკარაა ის, რომ მაშინდელი ხელისუფლება ატარებდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალების ინტერესს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული კითხვაზე თბილისის მერი ამბობს, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციებია.

„ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველ ჯერზე, როდესაც მოდის 8 აგვისტო, ერთი და იგივე სპეკულაციებია. ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754640678

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ ალეკო ელისაშვილზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით: საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ

ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად არასერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალებისა. ამიტომ შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა...

შალვა პაპუაშვილი

1754640628

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება - თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით

მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ...

ირაკლი კობახიძე

1754640488

საზოგადოება

კახა კალაძე: ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე. მათი სახელი უკვდავია ისევე, როგორც მარადიულია საქართველო, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი

დედაქალაქის მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თა...

კახა კალაძე

1754640429

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა

ოპოზიცია მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის...

ირაკლი კობახიძე

1754640360

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სრული კატასტროფაა ევროპაში და იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, - განუცხადა ჟურნალისტებ...

ირაკლი კობახიძე