შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა. ცვლილების თანახმად:
✓ სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
✓ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
✓ იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;
✓ მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
✓ ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;
✓ ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
✓ მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
✓ ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს;
✓ შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1750966662
საზოგადოებაალუდა ღუდუშაური: ბოკუჩავა საერთოდ არავის აინტერესებს. კომისიას ის არც მოუწვევია. ვინც დავიბარეთ, ისინიც შეშინდნენ. ქართველი ხალხის და სიმართლის შეეშინდათ
ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თა...
1750966014
საზოგადოებავატო შაქარიშვილი: ჩანაცვლებითი პროგრამების და ფსიქოტროპული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფოს ხელში გადასვლა დიდი და პოზიტიური ნაბიჯია ნარკოტიკებთან ბრძოლის ურთულეს საქმეში
დღეს, ნარკომანიას განიხილავენ, როგორც ჰიბრიდული ომის სახეობას და არაერთი ქვეყანა ბრალს დებს სხვა სახელმწიფოებს ამ გზით მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ვნახავთ იმ უმძიმეს შედეგებს, რაც ნარკოტიკებს ქვეყნისთ...
1750958785
მსოფლიოორბანის განცხადებით, მან მიიღო მანდატი, რომ ევროკავშირში უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა ისაუბროს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებმა მას უფლებამოსილება მისცა, ყველა პლატფორმაზე კიდევ უფრო ხმამაღ...
1750958666
მსოფლიოერდოღანის თქმით, ტრამპმა მას უთხრა, რომ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება, თუ პუტინიც დათანხმდება მონაწილეობას
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, რომ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება, თუ ვლადიმირ პუტინიც დათანხმდ...
1750956768
საზოგადოებაირაკლი კირცხალია შრომითი მიგრაციის კანონპროექტზე: ეს კანონი მოემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავიაროთ ოქროს შუალედი, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება
ეს კანონი მოემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავიაროთ ოქროს შუალედი. პირველ რიგში მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...