შსს - „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა

„2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1751877110
მსოფლიოტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 82 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 28 ბავშვია. კერის ოლქში, მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილი ქრისტიანული საზაფხულო ბა...
1751876509
საზოგადოებაGCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ექვს თვეში 34 მოვაჭრე დაჯარიმდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის ექვს თვეში 34 მოვაჭრე - 68 საქმეზე დაჯარიმდა, ჯამში - 29 018 ლარის ოდენ...
1751875443
ახალი ამბებიანი წითლიძე: „ლელო“ ფულს იხდიდა, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და...
ორი მხარე არის დღეს ქვეყანაში, ან ხარ რუსი, ქოცი და ხარ მათ მხარეს, ან ქართველი და იბრძვი თავისუფლებისთვის. სხვა არაფერი არსებობს. დანარჩენი ყველაფერი სისულელეა, რასაც „ლელო“ ცდილობს, რომ დააბოლოს ამო...
1751874335
მსოფლიოტრამპი „ბრიკსის“ პოლიტიკის მხარდამჭერ ქვეყნებს დამატებით 10%-იანი ტარიფებით ემუქრება
დონალდ ტრამპი ტარიფებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც „ბრიკსის“ პოლიტიკას დაუჭერენ მხარს. „ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ბრიკსის“ ანტიამერიკულ პოლიტიკას დაუჭერს მხარს, დამატებით 10%-იან ტარიფს დავუწეს...
1751874292
საზოგადოება„ქრონიკამ“ წერილი გაავრცელა, რომელიც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა
„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა თორნიკე რიჟვაძის წერილის შინაარსი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას დ...