შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს და რეალურად იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი

შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდიგთან. ის ასევე ამბობს, რომ ეს პროცესი გარედან არის მართული.
რასაც ვაკვირდებით, არის ე.წ. რებრენდინგის პროცესის გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ წინა არჩევნებზე ვიხილეთ. გარედან მართული პროცესია სრულად და ზუსტად ისე მიდის პროცესები, როგორც ჩვენ ვსაუბრობდით. არის მცდელობა, რომ ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ იმ მხრივ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში წარმოდგენილი და რეალურად იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი. ასე რომ, ეს არის გარედან დაგეგმილი, დაორგანიზებული და განხორციელებული მცდელობა. ზუსტად ეს ორი პარტია - „ლელო“ და გახარია... ვხედავთ, რომ გახარია დღესაც საზღვარგარეთ არის და იღებს მითითებებს. ამომრჩეველს უნდათ მოაჩვენონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის არჩევნებში წარმოდგენილი. სინამდვილეში, ეს არის ერთი ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარედან იმართება“, - აცხადებს პაპუაშვილი.
1751893769
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7180 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7191 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1751893070
საზოგადოებასაგამოძიებო სამსახურის უფროსმა მოადგილეები წარადგინა
დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - მიხეილ მაღლაკელიძემ უწყების თანამშრომლებს სამსახურის უფროსის მოადგილეები - გაგა კირკიტაძე და ია ახალაია წარუდგინა. ინფორმაციას ა...
1751891507
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი წალენჯიხის მერიის განცხადებაზე: ამბობენ, თითქოს პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან და ამ დროს თავად იღებენ ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათივე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიმართ წალენჯიხის მერიის მოწოდებას მედიასთან ეხმიანება. მისი განმარტებით, წალენჯიხის მერიის განცხადება გასაკვირი არაა, რადგან ეს...
1751889827
სპორტიქართველმა ბატუტზე მხტომელებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვეს
პორტუგალიამ ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს თასსა და საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - მოიპოვა. ტურნირის ჩემპ...
1751888436
მსოფლიოუკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს, რომლებმაც 90 მლნ გრივნა მოიპარეს
უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ალექსანდრე ლიევი და კიდევ ორი პირი დააკავეს. მათ 90 მლნ გრივნა (2 მლნ აშშ დოლარი) მოიპარეს, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო დანადგარების შეძენას უნდა მო...