შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: განაცხადოს მისმა პარტიამ უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ არა, არაფერ კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არ არის

უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება რა თქმა უნდა მოქმედებს. უკრაინას ისიც ეყოფა, როგორც მისი პოლიტიკური ელიტა მტრობს ქართველ ხალხს. ის, რომ მისი მოქალაქე აქ, არჩევნებში ჩართული იყოს, რა თქმა უნდა ეს დაუშვებელია. რაც შეეხება მის პარტიას, განაცხადოს მისმა პარტიამ უნდა მონაწილეობის მიღება თუ არა. არაფერ კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა - შეეხება თუ არა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილსაც.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი და ის მიხეილ სააკაშვილთან არაფერ კავშირშია.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეა და მას ქართულ არჩევნებში არა თუ მონაწილეობის, არამედ საუბრის კანონიერი უფლებაც კი არ აქვს.
„პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი თუ რატომ არის ეს შეთავაზება გაკეთებული. იმისთვის, რომ არის მცდელობა, მათ შორის უცხოური დაფინანსებით, რომ მოხდეს საბოტაჟი არჩევნების. ხედავთ, რომ „ლელომ“ განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და შემდეგ, რომ არ იყოს ამ საბაბით საუბარი, რომ თითქოს არ ჰქონდა სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება ლიდერებს არ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა ვინაიდან კანონიერ სასჯელს იხდიდნენ. სწორედ ამიტომ არის ეს შეთავაზება, რომ თუ არის სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, პრეზიდენტი მზად არის შეიწყალოს ისინი, რომ ჰქონდეთ სრულფასოვნად საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის მოქალაქე. მას არა თუ ჩართვის, საერთოდ ჩვენს არჩევნებზე საუბრის შესაძლებლობაც წესით არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩარევა უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში.
განცხადება არის მკაფიო. შეეხება იმ რამდენიმე პოლიტიკოსს, რომელმაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, იცოდნენ რა სასჯელიც ემუქრებოდათ და მიიღეს ის სასჯელი უფრო მსუბუქი სხვათა შორის. ერთ წლამდეა პატიმრობა და ნახეთ, რომ 7-8 თვე შეუფარდა სასამართლომ. მათთვის არის შეთავაზება გაკეთებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მიხეილ ყავლეაშვილი პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს სთავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში, შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს.
1751891507
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი წალენჯიხის მერიის განცხადებაზე: ამბობენ, თითქოს პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან და ამ დროს თავად იღებენ ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათივე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიმართ წალენჯიხის მერიის მოწოდებას მედიასთან ეხმიანება. მისი განმარტებით, წალენჯიხის მერიის განცხადება გასაკვირი არაა, რადგან ეს...
1751889827
სპორტიქართველმა ბატუტზე მხტომელებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვეს
პორტუგალიამ ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს თასსა და საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - მოიპოვა. ტურნირის ჩემპ...
1751888436
მსოფლიოუკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს, რომლებმაც 90 მლნ გრივნა მოიპარეს
უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ალექსანდრე ლიევი და კიდევ ორი პირი დააკავეს. მათ 90 მლნ გრივნა (2 მლნ აშშ დოლარი) მოიპარეს, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო დანადგარების შეძენას უნდა მო...
1751888021
საზოგადოებანათია თურნავა: აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რომ მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით
შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ვიზიტისას, სადაც საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 95-ე წლიურ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, შევხვდი ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს პან გონგშენს, რომელთანაც სებ-ს...
1751886945
საზოგადოებაპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და ძველი თბილისის მთავარ...