GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ექვს თვეში 34 მოვაჭრე დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის ექვს თვეში 34 მოვაჭრე - 68 საქმეზე დაჯარიმდა, ჯამში - 29 018 ლარის ოდენობით.
საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კერძოდ, GCCA-ის მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, „ინფინიტი ენერჯი ს კ“, „სნიკერ სტუდიო“, „გეო ვორლდ შოპინგი“, „იქომერს.ჯორჯია 2023“, „კარგო ჯორჯია“, „ქეი.ენ.ჯი ველნესი", „გლას სტუდიო 1“, „დილსი“, „სამი“ და სხვა მოვაჭრეები დაჯარიმდნენ.
GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება იწყებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
1751895453
საზოგადოებალევან მახაშვილი: გაუგებარი რაღაც ხდება, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეხვეწება ეუთო/ოდირის წევრ სახელმწიფოებს, რომ თავად ეუთო/ოდირის დასკვნა გაითვალისწინონ
გაუგებარი, რაღაც ხდება ანუ საქართველოს ხელისუფლება ეხვეწება ეუთო/ოდირის წევრ სახელმწიფოებს, რომ თავად ეუთო/ოდირის დასკვნა გაითვალისწინონ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმ...
1751895415
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: „შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“
„შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგი...
1751895363
საზოგადოებაირმა ჭკადუა: გიორგი რამიშვილისგან ამოიღეს კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს
ბატონი გიორგისგან ამოღებული იქნა კანონიერად შეძენილი შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ეს არ იყო უკანონოდ შეძენილი იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახი...
1751893769
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7180 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7191 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1751893070
საზოგადოებასაგამოძიებო სამსახურის უფროსმა მოადგილეები წარადგინა
დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - მიხეილ მაღლაკელიძემ უწყების თანამშრომლებს სამსახურის უფროსის მოადგილეები - გაგა კირკიტაძე და ია ახალაია წარუდგინა. ინფორმაციას ა...