შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ში გამართულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებში“ ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბირმინგემში ჩატარებულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები - 2025" - ზე 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ბირმინგემში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაზე მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს.
მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა საერთაშორისო ტურნირზე, ძალისმიერ წოლჭიმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა კობახიძემ საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტის ამავე სახეობაში, ასევე ოქროს მედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან გილიგაშვილიც. ხოლო, შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ადამურ არქანიამ მკლავჭიდში 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება, საერთაშორისო შეჯიბრების კიდევ ორ მონაწილეს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ, თეიმურაზ კალანდაძესა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს ილია ჯადუგიშვილს, მათ ძალისმიერ წოლჭიმში, ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გამარჯვებულებს, თბილისის აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ "მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები" 1985 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მიმდინარე წელს აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ბირმინგემში ჩატარდა, რომელშიც 70 ქვეყნის 8 500 სპორტსმენი, სპორტის 60 სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
1751814379
ახალი ამბებიაფხაზეთიდან დევნილებს ჭუბერსა და ჯვარში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჭუბერსა და ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა,...
1751810717
ახალი ამბებირუსთავში ოქროსა და ვერცხლისმედალოსან მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდებს...
1751808485
ახალი ამბებიისტორიაში პირველად საქართველო ფიდეს ქალთა მსოფლიოს თასს მასპინძლობს
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში FIDE-ს ქალთა მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. საქართველო აღნიშნულ ტურნირს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ქალთა მსოფლიოს თასი ჭადრაკში საზეიმოდ გაიხსნა დ...
1751805760
ახალი ამბებიიაპონიაში დანით შეიარაღებულმა კაცმა ბარში 2 ქალი მოკლა
იაპონიაში, ქალაქ ჰამამაცუში, დანით შეიარაღებული კაცი ბარის თანამშრომლებს თავს დაესხა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი - 26 და 27 წლის ქალები. პოლიციამ 41 წლის თავდამსხმელი უკვე...
1751803887
მსოფლიოტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა
ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია. ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთა...