შსს: მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თურქეთის, ირანის, ერაყის, ნეპალისა და ეგვიპტის - ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
„ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1752311950
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებ...
1752309489
სპორტილუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ნიურნბერგში“ გააგრძელებს. მომავალ სეზონში გერმანული კლუბი ბუნდესლიგა 2-ში იასპარეზებს. 24 წლის მცველი „ნიურნბერგში“ იტალიური „კრემონეზედან“ გა...
1752307821
ახალი ამბებიმეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება - თბილისის მერია
სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, დღეიდან მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას. ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური იტყ...
1752304959
ახალი ამბებიავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაიღუპა ერთი ადამიანი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამობრუნდა, მის საშველად გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა. მოტოციკლის...
1752303251
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დი...