"სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე" - კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ეხმაურება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ "ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“.
"ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე.
ავტორი ალბათ, ვერ ხედავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად შექმნილი და მათ აქვთ კონსტიტუციური მანდატი.
ძალიან საშიშია, როცა კონსტიტუციური ინსტიტუტების ძირის გამოთხრა და შესუსტება ხდება.
არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო ის, რაც მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი, თითქოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ვინმეს საქართველო ომისკენ მიჰყავს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ომი არ უნდა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი არ გაგრძელდეს და ეს ომი დამთავრდეს, ის მზად არის, ყველასთან ითანამშრომლოს, ვისაც მშვიდობისთვის მუშაობის და ძალისხმევის გაწევის სურვილი აქვს.
ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს სამიტზე მადრიდში კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რაც მიმართულია იმისკენ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომი.
ასევე მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, პარლამენტარის ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც ომში ჩართვასთან დაკავშირებით, რაზედაც ძალიან ბევრჯერ ითქვა და დაფიქსირდა პოზიცია, რომ სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.
ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი.
მე გეტყვით და ვიცი, იმას, თუ რა უნდა ქართველ ხალხს და ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირის წევრობა, ევროპული ინტეგრაცია, რაც დემოკრატიულ მომავალს გულისხმობს.
საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუნდაც, ინსტიტუტების კუთხით და ახლა ენერგია უნდა მიემართოს იმისკენ, ევროკომისიამ რა რეკომენდაციებიც გასცა, ეს რეკომენდაციები შინაარსიანად, ინკლუზიურად შესრულდეს და არა ზედაპირულად და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ, რადგან აღარ არის დასაკარგი დრო, ეს გეგმა უკვე შედგენილია და მის შედგენაში მონაწილეობა მიიღო "ქართულმა ოცნებამ“, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, 22 ორგანიზაცია შეიკრიბა და შეადგინა სამოქმედო გეგმა, ზუსტად განსაზღვრულია, რა უნდა გაკეთდეს, არსებობს ძალიან კარგი გზამკვლევი.
ახლა საჭიროა კეთება, მოქმედება და არა სიტყვები.
ყველაზე მთავარი ახლა, სამუშაოს დაწყებაა, უკვე არსებობს კარგი გეგმები, ამისკენ უნდა მიემართოს ძალისხმევა, ყველამ იცის რა არის საჭირო და უნდა დაიწყოს მუშაობა, იქნება ეს კანონმდებლობის მიღება, რაც განსაზღვრულია, თუ იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რაც ევროკომისიამ გასცა და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება, სწრაფად.
ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ საქმე და ამ ყველაფრის განხორციელება", - განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა.
როგორც ყაველაშვილი აცხადებს, ვერავითარი "რუსული რბილი ძალა" ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას".
ამავე თემაზე:
* "კრიტიკა არ სცილდება ეთიკის ფარგლებს" - ირაკლი კობახიძე ყაველაშვილი-დეგნანის განცხადებებზე
1750666747
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი, მას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა
გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვისმოჰქონდა სერიოზული ზიანი, ვერ დავიჯერებ,რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდსისულელით და არა დაკვეთების და დავალებისშესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოსპრემიე...
1750665169
საზოგადოებალევან მახაშვილი: ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობაა, პასუხისმგებლობას გაექცეს და ისრები იქ გადაიტანოს, სადაც პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია
„ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობაა, პასუხისმგებლობას გაექცეს და ისრები იქ გადაიტანოს, სადაც არაფერ შუაშია პოლიტიკური დევნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...
1750665103
მსოფლიოაიათოლა ალი ხამენეი: ისრაელი უნდა დაისაჯოს და ისჯება კიდეც
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელმა დიდი დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს. „სიონისტმა მტერმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დიდი დანაშაული ჩაიდინა. ის უნდა დაისაჯოს და ისჯე...
1750664330
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქ...
1750664181
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე მას...