სოზარ სუბარი: შევარდნაძის დროს, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოშლილი იყო, მაშინ ხდებოდა აფხაზეთიდან დაღუპულთა საფლავების მოძიება და გადმოსვენება და სააკაშვილმა ჩაშალა ეს პროცესი

აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების საფლავების მოძიებისა და გადმოსვენების თემას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. როგორც კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, სააკაშვილმა საერთოდ შეწყვიტა დიალოგი ყველასთან და ეს პროცესი შეაჩერა.
მანვე ხაზგასმით არშინმა, რომ ეს პროცესი მოქმედი ხელისუფლების პირობებში აღდგა და დღემდე გრძელდება.
„აფხაზეთიდან დაღუპული ბიჭების საფლავების მოძიებაზე და გადმოსვენებაზე უზარმაზარი შრომა იხარჯება და ჩვენ დავიწყეთ ეს. შევარდნაძის დროს კეთდებოდა ეს და სააკაშვილმა ჩაშალა ეს ყველაფერი. საერთოდ არ იხედებოდა იქითკენ და დიალოგი შეწყვიტა ყველასთან. ნუ გველაპარაკებით ასეთი ტონით, რადგან იმ ბიჭების საფლავების მოძიება ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ ვახდენთ მათ გადმოსვენებას.
შევარდნაძის დროს, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოშლილი იყო, მაშინ კეთდებოდა ეს და ჩაშალა სააკაშვილმა. ერთი ჯარისკაცის ცხედარი არ გადმოუსვენებიათ იმ პერიოდში. რა მოლაპარაკებები გვქონდა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მე მკითხეთ, იმიტომ, რომ მე ვაწარმოებდი ამ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1743359515
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია
არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...
1743357834
მსოფლიოგრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას
აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...
1743357048
ახალი ამბებიახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა
ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი, თამაშის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მის...
1743354710
ახალი ამბებინათია თურნავა: ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი - თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია
ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი. მემორანდუმი ეს არის ჩარჩო, რომელიც არის მოცემული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, - განუცხადა „იმედის კვი...
1743350347
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება
ჩატარდა არჩევნები და ვიცით, რომ 150 კაცი ავირჩიეთ. ვიღაცამ თუ ვიღაცაზე მეტი ხმა არ მოიპოვა და ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეს მისი პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან ასე არ არისო, - განაცხადა საკვირაო ქად...