სოზარ სუბარი: უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა მკვეთრად შეცვალეს რუსეთის მიმართ რიტორიკა და ღიად ალაპარაკდნენ მასთან ურთიერთობების დათმობის საჭიროებაზე:

„დიდი ხანია, ევროპელი ლიდერებისგან აღარ გაგვიგია განცხადებები, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს; ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მისი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება რუსეთთან ურთიერთობის დალაგება"- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რაზე უნდა ესაუბრონ ევროპული ქვეყნების ლიდერები ვლადიმერ პუტინს, რომელიც მათ მიერვე დაფუძნებულმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლა.

„რუსეთის დამარცხების იმედი ჰქონდა ევროკავშირს, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა. დიდი ხანია აღარ გაგვიგია ევროპელი ლიდერების განცხადებები, რომ რუსეთი მარცხდება, უკრაინა კი იმარჯვებს; მათთვის ზელენსკი უკვე აღარ არის გმირი, მას ისე აღარ ხვდებიან, როგორც ადრე. აღარ უფენენ წითელ ხალიჩებს, წარსულში დარჩა ოვაციები დასავლურ პარლამენტებში და დითირამბების ფრქვევა. როგორც კი ნათელი გახდა, რომ უკრაინა ვეღარ იმარჯვებს, ევროპელმა ლიდერებმა მას ზურგი აქციეს და გადაწყვიტეს, რომ ახლა მათი ინტერესებისთვის უკეთესია, თუ რუსეთთან დალაგდებიან და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი. მეორე მხრივ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინი კრიმინალად ცნო და მასზე ძებნა გამოაცხადა. ძალიან მაინტერესებს, რაზე უნდა ელაპარაკონ მას იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც ეს სასამართლო დააფუძნეს? რას ეტყვიან — „შენი ნებით დაიდე ხელბორკილები და გამომყევი, რათა ჰააგის საპატიმროში ჩაგსვათ“? რა თემაზე უნდა ელაპარაკონ? ალბათ, მხოლოდ იმაზე, რომ იქნებ ისევ იაფად მიაწოდოს ენერგორესურსები, რადგან ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა ნადგურდება, ტრადიციული ინდუსტრიები სულს ღაფავს, ევროკავშირის ქვეყნებიდან მთავარი საწარმოები კი ზოგი ჩინეთში გადავიდა, ზოგი კი - ამერიკაში. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსული გაზი არ უნდა მივიხმაროთ, რადგან თურმე ეს დანაშაულია, მაგრამ თუ აზერბაიჯანიდან მივიღებთ იმავე რუსულ გაზს ორმაგ ფასად, თურმე ეს სწორი პოლიტიკაა. ეს არის თვალთმაქცობა და ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი პოლიტიკა, რომელზე დათანხმებაც დაუშვებელია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768802282

საზოგადოება

თბილისის მერია: მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათივე ცნობით, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხ...

თბილისის მერია

1768801105

მსოფლიო

ესპანეთში ერთმანეთს ჩქაროსნული მატარებლები შეეჯახა, დაღუპულია 21 პირი

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში,...

 ჩქაროსნული მატარებლები

1768799296

საზოგადოება

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორ...

სპეციალური რეჟიმები

1768798999

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +...

ამინდია

1768768873

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: მოკლე ფორმულაა, საქართველო სჭირდებათ იმისთვის, რათა განაგონ და როგორც კი დასჭირდებათ გამოყენებულ იქნეს ან საზარბაზნე ხორცად ან ისეთ პლატფორმად, სადაც რუსეთს დამატებითი პრობლემა შეექმნება

მოკლე ფორმულაა, საქართველო სჭირდებათ იმისთვის, რათა განაგონ, ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება და როგორც კი დასჭირდებათ გამოყენებულ იქნეს ან საზარბაზნე ხორცად ან ისეთ პლატფორმად, სადაც რუსეთს დამატებით...

გიორგი ვოლსკი