ჩინეთში შობადობის რეკორდულად დაბალი დონე დაფიქსირდა

შობადობა ჩინეთში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, შარშან ჩინეთში 7, 92 მილიონი ახალშობილი დაფიქსირდა, რაც 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ჩინეთის მოსახლეობა ზედიზედ მეოთხე წელია მცირდება. 2025 წელს ქვეყანაში 11,31 მილიონი გარდაცვალება დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა მილიარდ 404 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3 მილიონით ნაკლებია.

ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები დემოგრაფიულ ვარდნას ბავშვების აღზრდის მაღალ საფასურს, კარიერულ ამბიციებს და ეკონომიკურ წნეხს უკავშირებენ. ამასთან, ჩინეთში რეკორდულად დაბალ ნიშნულებზე რჩება ქორწინებების დონეც.

ჩინეთის ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში შობადობის სტიმულირებას ცდილობს. 2015 წელს პოლიტიკის „ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი“ გაუქმების შემდეგ, ხელისუფლებამ მოსახლეობას თავიდან ორის, ხოლო 2021 წელს სამი შვილის ყოლის ნება დართო. 2025 წელს მთავრობამ გამოაცხადა ფულადი სუბსიდიების შემოღების შესახებ, რაც თითოეულ ბავშვზე 3 600 იუანს (დაახლოებით 500 დოლარს) შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768812299

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის მტკიცებით, გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დასაცავად ევროპა ერთიანია

„ვესაუბრე ნატოს გენერალურ მდივანს, ემანუელ მაკრონს, კირ სტარმერს, ოლაფ შოლცს და ჯორჯია მელონის. გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დასაცავად ერთად, მტკიცედ ვდგავართ“, - წერს ევროკომისიის პრე...

ურსულა ფონ დერ ლაიენი

1768810679

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა მკვეთრად შეცვალეს რუსეთის მიმართ რიტორიკა და ღიად ალაპარაკდნენ მასთან ურთიერ...

სოზარ სუბარი

1768808750

მსოფლიო

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. BBC-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა, მათგან 75 საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც...

რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

1768807332

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ნატო 20 წელია, დანიას ეუბნება, „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“, სამწუხაროდ, დანიამ ვერაფრის გაკეთება შეძლო, ახლა ამის დრო დადგა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დანიამ გრენლანდიიდან „რუსული საფრთხის“ მოსაშორებლად ვერაფერი გააკეთა. მისი თქმით, ახლა სწორედ ამის დროა და ასეც მოხდება. „ნატო 20 წელია, დანიას ეუბნება:...

დონალდ ტრამპი

1768805542

ახალი ამბები

თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკულ...

შემთხვევები