სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირის კუთვნილი ობიექტი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე; არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა ასევე ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა; 200 კგ საქონლის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციამდე, აღიარებამდე და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ასევე ზესტაფონში, რუსთაველის 86-ში და ვანში, თავისუფლების 4-ში მდებარე არალეგალურ სასაკლაოებში. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რის გამოც ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გეგმური ინსპექტირება ტარდება რისკის დონის განსაზღვრის გარეშე, წელიწადში ოთხჯერ; გარდა ამისა, ტარდება არაგეგმური ინსპექტირებაც. მიმდინარე წელს ჩატარებულია 1035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1765347731
საზოგადოებაUNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ნიუ-დელიში (ინდოეთის რესპუბლიკა) გამართუ...
1765347300
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს უკვე ამერიკაც საუბრობს - ეს დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს
მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი - ამერიკაც საუბრობს, - ამის შესახებ საქართ...
1765345538
მსოფლიოკირილ დმიტრიევი: ტრამპის პოლიტიკის წყალობით მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის კირილ დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის ლიდერის დონალდ ტრამპის პოლიტიკის წყალობით მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა. „სი...
1765343611
საზოგადოებალევან მახაშვილი: ახალი კანონმდებლობა აძლევს დემონსტრანტებს საშუალებას, თუ ამის რაოდენობა, საჭიროება არსებობს გამოხატონ პროტესტი, მაგრამ თუ ამის საჭიროება არ იარსებებს, მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოებრივი წესრიგი
„გასული თვეების განმავლობაში ხდებოდა საქართველოს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, მისი თქმით, როდესაც არ იყო არც...
1765343536
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სარგის ხანდანიანს და თანმხლებ დელეგაციას შეხვდ...


























