UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

გადაწყვეტილება ნიუ-დელიში (ინდოეთის რესპუბლიკა) გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.

UNESCO-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765345538

მსოფლიო

კირილ დმიტრიევი: ტრამპის პოლიტიკის წყალობით მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის კირილ დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის ლიდერის დონალდ ტრამპის პოლიტიკის წყალობით მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა. „სი...

კირილ დმიტრიევი

1765343611

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ახალი კანონმდებლობა აძლევს დემონსტრანტებს საშუალებას, თუ ამის რაოდენობა, საჭიროება არსებობს გამოხატონ პროტესტი, მაგრამ თუ ამის საჭიროება არ იარსებებს, მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოებრივი წესრიგი

„გასული თვეების განმავლობაში ხდებოდა საქართველოს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, მისი თქმით, როდესაც არ იყო არც...

ლევან მახაშვილი

1765343536

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სარგის ხანდანიანს და თანმხლებ დელეგაციას შეხვდ...

მაკა ბოჭორიშვილი

1765343090

ახალი ამბები

10 დეკემბერს პარლამენტი ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

პარლამენტი დღეს ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. პრიორიტეტულ მიმართულებებად ჯანდაცვის, სოციალური, კულტურული და სპორტის სფეროები სახელდება. შესაბამისად, გაიზრდება მათი დაფინანსება. კანონმდებელთა...

პარლამენტი

1765342423

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე: ვფიქრობთ, განზრახ ჩადენილი დანაშაული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს, აღკვეთილი უნდა იყოს

„ვფიქრობთ, განზრახ ჩადენილი დანაშაული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს, აღკვეთილი უნდა იყოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. „ვფიქრობთ,...

გიორგი ვოლსკი