სუს-ის ანგარიში: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოდ ასახელებს.
უწყება წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ყურადღება ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებულია და ამ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს ტერორისტული თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ.
სუსი-ს განმარტებით, ძირითადი აქცენტი ქვეყნის ტრანზიტულ შესაძლებლობებზე და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა ორიენტირებული.
„არსებული ვითარება, ტერორისტული ორგანიზაციების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ტარდებოდა სათანადო ღონისძიებები ტერორისტული საფრთხეებისადმი ქვეყნის მზადყოფნის დონის ასამაღლებლად.
მიმდინარეობდა ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და სამძებრო ღონისძიებები. მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საფრთხეების და ტენდენციების იდენტიფიცირების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, ინფორმაციის დროული და ოპერატიული ურთიერთგაცვლის მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობდა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან აქტიურად მიმდინარეობდა ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ოპერატიული ხასიათის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. გრძელდებოდა საქართველოს იმ მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან, იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სამომავლოდ სურთ საქართველოში დაბრუნება“, - აღნიშნულია ანგარიშში.
უწყების ცნობით, 2025 წელს ტერორიზმთან დაკავშირებული სანქციების ეროვნულ სიაში, დამატებით იყო შეყვანილი ტერორიზმის ბრალდებით მსჯავრდადებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე.
„საანგარიშო პერიოდში საქართველოს და უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა უცხოელი პარტნიორების მიერ. ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ კომუნიკეში, რომელიც განკუთვნილი იყო ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, დადებითად შეაფასა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კონტრტერორისტული კანონმდებლობა ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს; შექმნილია მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია; დამტკიცებულია 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა; საქართველო ჩართულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევაში, საქართველოს თანამშრომლობა Europol-თან, Interpol-თან, NATO-სა და გაეროს ანტიტერორისტულ პროგრამებთან მოხსენიებულია როგორც „აქტიური თანამშრომლობა“, - ნათქვამია ანგარიშში.
1776930936
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საკადრო ცვლილებების საფუძველი ძალიან მარტივია - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის და ახლა გვაქვს უკვე საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა
საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყო...
1776929607
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი - დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა მიზნობრივი და დავაჩქაროთ პროექტების დაფინანსების პროცესი
უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავი...
1776928945
ახალი ამბებიკახა კალაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს
„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხა...
1776928485
საზოგადოებაკახა კალაძე ოპოზიციის ალიანსის უთანხმოებაზე: დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა
„დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ალიანსსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირის...
1776926817
მსოფლიორუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს
რუსეთის ფედერაცია „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ალექსანდრე პანკინზე დაყრდნობით ავრცელებს. „მივიღეთ მოსა...




























