თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000-მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა, დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა „ფიზიკური წყვეტისგან“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი სწორ შეფასებას უკეთებს ტრაქტატის მნიშვნელობას.
ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიამ მრავალი საშინელი ქმედება განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ქვეყანას უფრო გაუჭირდებოდა სამხრეთის ქვეყნებისგან გადარჩენა - რელიგიისა და კულტურის შენარჩუნება:
„გავუძლებდით კი რუსეთის ნაცვლად სამხრეთის სახელმწიფოებთან გაერთიანებას? გადარჩებოდა კი მაშინ ჩვენი კულტურა, რელიგია, ჩვენი გენოფონდი? რა თქმა უნდა, ვერა! ამ საკითხზე კამათიც კი დიდი პოლიტიკური უტიფრობაა“, - წერს ჩიბურდანიძე.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ქართველების რაოდენობა 740 000-დან 2 მილიონამდე გაიზარდა და ამ რიცხვს გადააჭარბა კიდეც. ანალიტიკოსის სიტყვებით, ერეკლე მეფემ საქართველო გადაარჩინა „ფიზიკური წყვეტისგან“.
„ვინც არ იცის საქართველოს დემოგრაფიული ისტორია, მისთვის მარტივია ფაქტებზე საუბარი, მით უმეტეს, პოლიტიკური სტიგმების ფონზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით საქართველო გადარჩა და ეს სწორედ რომ ასეა. ამას მოწმობს სტატისტიკური ციფრებიც. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, გეორგიევსკის ტრაქტატამდე საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 5 მილიონიდან 740 000-მდე იყო დასული გამუდმებული ომებისა და გავრცელებული პანდემიის შედეგად. ხოლო ტრაქტატის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 2 მილიონს გადააჭარბა (წყარო: ანზორ თოთაძე - „საქართველოს დემოგრაფიული მონაცემები“). ასეთი სწრაფი მატება ბუნებრივი მატების და არა მოსახლეობის შევსების კუთხით, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა „ფიზიკური წყვეტისგან“. სწორედ ასე გაქრა უამრავი უძველესი ერი სამყაროდან. ვისთვისაც ეს ციფრები ძვირფასი არ არის, მისთვის არც ქვეყანაა ძვირფასი, არც ეროვნება, რელიგია და არც ჩვენი გენოფონდი. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთის იმპერიის მიერ ჩადენილი საშინელი ქმედებები - გუბერნიად ქცეული ქვეყანა, კირით შეღებილი ეკლესიები, საქართველოდან გატანილი უამრავი საეკლესიო ქონება, ძვირფასეულობა და ბოლოს, სახელმწიფო ენის წართმევის მცდელობაც. ჩვენ ამას გავუძელით, მაგრამ გავუძლებდით კი რუსეთის ნაცვლად სამხრეთის სახელმწიფოებთან გაერთიანებას? გადარჩებოდა კი მაშინ ჩვენი კულტურა, რელიგია, ჩვენი გენოფონდი? რა თქმა უნდა, ვერა! ამ საკითხზე კამათიც კი დიდი პოლიტიკური უტიფრობაა. როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, არავის ახსენდება მისი პოზიტიური შედეგებიც. ან იციან, მაგრამ პოლიტიკური დაკვეთა არ აძლევთ ამის თქმის უფლებას. ვინმეს უფიქრია, როგორ შეიქმნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ეპოქა - თერგდალეულები? კლასიკოსები, პროფესიონალები, რომლებიც მაშინ ევროპას კვებავდნენ თავიანთი აზროვნებით. არ არის გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მეცხრამეტე საუკუნის საქართველომ დიდად შეუწყო ხელი ევროპის, როგორც ფენომენის ჩამოყალიბებას ხელოვნების, ეკონომიკის, არქიტექტურის, უფლებრივი დაცვისა, თუ თანასწორობის საკითხებში. აღარაფერს ვსაუბრობთ ქრისტიანული სწავლების მიმართულებით. რომ არა სოციალისტური რევოლუცია, რომელიც ისევ დასავლეთის პირმშო იყო, საქართველოს ძლიერ იდენტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას წინ ვერავინ გადაეღობებოდა. თუ ვინმემ დაგვადო ბორკილები, ეს საბჭოთა რევოლუცია იყო, რომლის სათავეც ევროპიდან მოდიოდა. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ოპოზიცია რუსულ იარლიყს გვაწებებს, ეს მათი ნარატივია, რომელსაც მხოლოდ მათი მცირე მხარდამჭერები მიჰყვებიან. ამ სტიგმის არავის ეშინია. თუ გვინდა, სწორად ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო, ჯერ წარსული უნდა გავაანალიზოთ და შემდეგ განვსაზღვროთ მისი მომავალი. გეორგიევსკის ტრაქტატმა და ერეკლე მეფის პატრიოტულმა, გონივრულმა გადაწყვეტილებამ საქართველო სრული დემოგრაფიული, ეთნიკური და რელიგიური განადგურებისგან გადაარჩინა. დიახ, ასევე ბევრჯერ ვიგემეთ რუსის ჩექმა, ჩაგვრა, ოკუპაცია, მაგრამ ამას მოვერიეთ და ბოლომდე გავიმარჯვებთ, მაგრამ იმ „სხვა გადაწყვეტილებით“ მიღებულ შედეგს ვეღარავინ გამოასწორებდა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
1786630264
ახალი ამბებიავარია ხაშურის მიმდებარედ - არის მსხვერპლი
ხაშურის მიმდებარედ ავტობანის ტერიტორიაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ერთი ადამიანი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხადა, ავარია მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შე...
1786628833
ახალი ამბებისაფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა „დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პ...
1786627966
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: სტაჟირების პროგრამაზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება
„სტაჟირების სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, აიმაღლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი გამოცდილება და რაც ყველაზე მთ...
1786626564
ახალი ამბებისებმა ვალუტის გადამცვლელი ხუთი პუნქტი ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა
სების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რეგულატორმა 13 აგვისტოს ვალუტის გადამცვლელი ხუთი პუნქტი დააჯარიმა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ. „მერაბ მსხალაძის“ (პ/ნ 61007002384) მიმართ ფულადი...
1786626407
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6181 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...































