თბილისში უმძიმეს ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა - მისი სამი მეგობარი კი საავადმყოფოშია

თბილისში, ლილო არენასთან ავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი 17 წლის მარიამ ბადალაშვილია.

გოგოს დეიდა, მარიამ თოღუზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და ავარიის დეტალებზე წერს, თუ რა მოხდა სინამდვილეში:

,,აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი... მარიამ ბადალაშვილი, ეს ლამაზი, 17 წლის ანგელოზი გოგონა ჩემი დეიდაშვილის ბავშვია. იგი გუშინ ლილოში ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზე ხელაღებულ მანქანით დრაფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა ვიღაც თავზე ხელაღებული მანქანის მძღოლი, დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე.

ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

მძიმე მდგომარეობაში არის ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. ასე მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე ციმციმა ანგელოზს ვეძახდით. ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრაფტაობდა.

გრცხვენოდეთ!!!! არა, ბატონებო, მარიამი და მისი მეგობრები ამხანაგის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად იყვნენ ლილოში და შემდეგ ფესტივალზე შევიდნენ. სწორედ, ფესტივალიდან გამოსულებს გაჩერებაზე დაეჯახა ნაძირალა მძღოლი...", - წერს გოგოს დეიდა სოციალურ ქსელში.

ასევე საინტერესოა:

🔵  „სავარაუდოდ თებერვლის დასაწყისში საქართველოში დავბრუნდებით - დათიკომ იცის, რომ მას საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება"

🔵 24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794504268

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ

EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, მქონდა ორმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხ...

ირაკლი კობახიძე

1794503477

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ამერიკელ მომლაპარაკებლებს მოვუწოდებ, გაარკვიონ, ევროპულ სახელმწიფოებს მშვიდობა სურთ თუ ომი

„მოვუწოდებ ამერიკელ მომლაპარაკებლებს, გაარკვიონ, ევროპულ სახელმწიფოებს მშვიდობა სურთ თუ ომი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან...

პუტინი პუტინი

1794502511

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე შევხვდით, გავესაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ აღნიშნეს საქართველოს განსაკუთრებული განვითარება და წარმატება

კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი სხვადასხვა თემაზე, ვთანხმდები, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი უნდა იყოს ყველაზე მიმზიდველი, - ამის შესახებ საქართვე...

მიხეილ ყაველაშვილი

1794501949

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის, არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რო...

ზაალ ანჯაფარიძე

1794500344

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა

დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ს...

ირაკლი კობახიძე