თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრ
თეა ახვლედიანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
სახელმწიფო მინისტრი, ლაგოდეხის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან, პარლამენტის წევრთან, გურამ მაჭარაშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მოწყობილ ეთნიკურ კუთხეებს ესტუმრა და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, ნახატების, საკრავების, ხალხური რეწვის ნიმუშების საგამოფენო კუთხეები დაათვალიერა.
მინისტრი ადგილობრივი ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. თეა ახვლედიანი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრო და მკლავჭიდის ტურნირში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე, მინისტრმა ახალგაზრდებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კოცონის ანთების საზეიმო რიტუალში.
„მოხარული ვარ, რომ დღეს კახეთის რეგიონში მომეცა შესაძლებლობა, კაბალის თემის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღვნიშნო ნოვრუზ ბაირამი და აქედან მოგილოცოთ ყველას, ძვირფასო თანამოქალაქეებო, ვინც ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე დღესასწაულს ზეიმობთ. საქართველო ისტორიულად გამოირჩევა ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით, მდიდარი ტრადიციებითა და კულტურათაშორისი ურთიერთობებით, რომელთა დაცვა და გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში. სწორედ ამის სიმბოლური გამოხატულება და დადასტურებაა ნოვრუზ ბაირამის ერთად აღნიშვნა და ამ დღესასწაულის სიხარულის გაზიარება. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
კაბალის თემში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
1743105553
ახალი ამბებიბევრი რაღაც გამომჟღავნდება საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, თუ რატომ აღმოვჩნდით რუსეთთან პირისპირ ომში, რატომ აღუდგინა ბატონმა სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს საზღვრები და შეიყვანა ამ საზღვრებში ახალგორი - მაჭავარიანი
„ჩვენი მოქალაქეები პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალყურს საგამოძიებო კომისიის მუშაობას. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი თხოვნით მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ ახსოვთ,...
1743101395
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: ჩვენს ევროპელ, ჭკუის მასწავლებელ მეგობრებს ვურჩევდი, თავი დაანებონ საქართველოსთვის მითითებების მიცემას - ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას
„ფსევდოლიბერალურმა პოლიტიკამ მთელი მსოფლიო მიიყვანა ძალიან ცუდ შედეგამდე. ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა“, - ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუ...
1743099907
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: საბედნიეროდ, „მეგობარი აქტი“ კანონპროექტად დარჩება და ის კანონის სახეს არ მიიღებს, რადგან ამერიკა მხოლოდ ჯო უილსონი და პოლიტიკიდან წასული შაჰინი არ არის!
აშშ-ის საგარეო კომიტეტი ბოლომდე ვერ გათავისუფლდა „დიფ სთეითისგან“, რის ინდიკატორადაც მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ გლობალისტებთან ბრძოლა არ დასრულებულა და საქარ...
1743098095
ახალი ამბებისოზარ სუბარი: შევარდნაძის დროს, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოშლილი იყო, მაშინ ხდებოდა აფხაზეთიდან დაღუპულთა საფლავების მოძიება და გადმოსვენება და სააკაშვილმა ჩაშალა ეს პროცესი
აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების საფლავების მოძიებისა და გადმოსვენების თემას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობ...
1743096305
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ რეჯინა დე დომი...