თეა წულუკიანი - პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აჩვენა მაგალითი, რომ პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებლობიანი და ქვეყანას იცავს ომისგან

პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აჩვენა მაგალითი, რომ პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებლიანი, ახერხებს საკუთარი პიროვნული ინტერესების გვერდზე გადადებას და ქვეყანას იცავს ომისგან, ეს ჩვენ მოვახერხეთ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, საქართველოში „ქართული ოცნება“ არის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაგალითი, რისთვისაც მადლობას უხდის პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
„რაც უნდა სიტყვები შეგვარქვან, რაც უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ვინც მოვა შემდეგ, იმას დახვდეს უკეთესი, და რაც მთავარია, მას დახვდეს მშვიდობა და შეფასებები იმ ხარვეზების, რაც მან აღარ უნდა გაიმეოროს პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკა უმადური საქმეა, მაგრამ სასარგებლო საქმეც არის, თუ კარგად კეთდება და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
ხანდახან ისეა ხოლმე, რომ სამხედროებს აქვთ პასუხისმგებლობა და პოლიტიკოსი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ. თუმცა, ისტორიას ახსოვს მაგალითები, სადაც მაღალი დონის პოლიტიკოსები თავის პასუხისმგებლობას გრძნობდნენ და მე გავკადნიერდები და გეტყვით, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ არის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პოლიტიკური მაგალითი.
თქვენ ერთ-ერთ პოლიტიკურ ინტერვიუში კი შეიტანეთ ეჭვი, რომ მეორე ფრონტის გახსნა არავის არ ჰქონია გეგმაშიო, მაგრამ, მოდით, როგორც მე თქვენს სამხრეებს ვენდობი, თქვენ ჩემს სამოქალაქო მუნდირს ენდეთ და დამიჯერეთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პირველად საქართველოში, უახლეს ისტორიაში აჩვენა მაგალითი, რომ პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებლიანი და ის საკუთარი პიროვნული ინტერესების გვერდზე გადადებას ახერხებს და ქვეყანას იცავს ომისგან, ეს ჩვენ მოვახერხეთ. მადლობა ამისთვის ჩვენს მთავარ ხელმძღვანელს და დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელი სხდომის დასასრულს, რა დროსაც შეკითხვებს პასუხობდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ზაზა გოგავა.
1743359515
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია
არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...
1743357834
მსოფლიოგრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას
აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...
1743357048
ახალი ამბებიახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა
ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი, თამაშის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მის...
1743354710
ახალი ამბებინათია თურნავა: ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი - თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია
ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი. მემორანდუმი ეს არის ჩარჩო, რომელიც არის მოცემული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, - განუცხადა „იმედის კვი...
1743350347
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება
ჩატარდა არჩევნები და ვიცით, რომ 150 კაცი ავირჩიეთ. ვიღაცამ თუ ვიღაცაზე მეტი ხმა არ მოიპოვა და ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეს მისი პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან ასე არ არისო, - განაცხადა საკვირაო ქად...