სოზარ სუბარი ზაზა გოგავას: თქვენ და კეზერაშვილი ერთად აშენებდით ქართულ ჯარს, თუ იმას აშენება ჰქვია, რასაც კეზერაშვილი აკეთებდა. კეზერაშვილზე არსებობს განაჩენი, რომ სწავლებაზე გამოყოფილი ფული მიითვისა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეექვსე სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროს, ზაზა გოგავას კითხვა დაუსვა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ზაზა გოგავა გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრძანდებოდა, რომელმაც 2006-2007 წლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისა. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს განაჩენი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ომის დაწყების შესახებ ბრძანება 9 აგვისტოს გამოსცა, შემდეგ კი 10 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოიცა მეორე ბრძანებაც, სადაც წერია, რომ ომი დასრულდა და საქართველო აღარ იბრძვის. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტების მიხედვით ომი 2 დღე და 2 საათი გაგრძელდა, მაგრამ შეერქვა აგვისტოს 5 დღიანი ომი, რადგან მანამდე პოზიციებს რუსები იკავებდნენ.

„ბევრი ისაუბრეთ იმაზე, რომ არ იყო ჯარი მზად, ბევრი შეცდომები იყო თქვენამდე დაშვებული. 5-დღიანი ომი უწოდეთ და სინამდვილეში თუ ჩავთვლით, რომ 9 აგვისტოს სააკაშვილმა გამოსცა ბრძანება [ომის დაწყების შესახებ], ხოლო 10-ში დილას გამოსცა მეორე ბრძანება, რომ დასრულდა ომი, ჩვენ აღარ ვიბრძვით, ომი გამოდის 2-დღიანი და 2-საათიანი. 5-დღიანი შეერქვა ამ ომს, სანამ რუსებმა პოზიციები დაიკავეს, მაგრამ საქართველომ 2 დღეში დაასრულა ხომ? ჯარის მომზადებაზე თქვით, რომ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ბევრი რაღაცისთვის არ იყო ჯარი მზად. მაინტერესებს, კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, ერთად აშენებდით ქართულ ჯარს, თუ იმას აშენება ჰქვია, რასაც კეზერაშვილი აკეთებდა. კეზერაშვილზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, სადაც დადგენილია უტყუარი დრო - 2006-2007 წლების რამდენიმე სწავლებაზე გამოყოფილი ფული უბრალოდ მიითვისა თუ გააქრო. ის სწავლებები არ ჩატარდა. ეს სასამართლოს მიერ არის დადგენილი და კეზერაშვილი ამას სტრასბურგში გაასაჩივრებდა, ეს რომ ასე არ იყოს. სამკერდე ნიშანი გიკეთიათ იმ სწავლების, რომელიც არ ჩატარდა? ფაქტი ის არის, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია და რისი გასაჩივრებაც კეზერაშვილმა სტრასბურგში ვერ გაბედა, რადგან იცოდა, რომ გამტყუნდებოდა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743359515

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია

 არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...

გია ვოლსკი

1743357834

მსოფლიო

გრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას

 აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...

გრენლანდიის პრემიერ

1743357048

ახალი ამბები

ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა

 ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი, თამაშის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მის...

ფსფფსფ

1743354710

ახალი ამბები

ნათია თურნავა: ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი - თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია

 ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი. მემორანდუმი ეს არის ჩარჩო, რომელიც არის მოცემული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, - განუცხადა „იმედის კვი...

ნათია თურნავა

1743350347

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება

 ჩატარდა არჩევნები და ვიცით, რომ 150 კაცი ავირჩიეთ. ვიღაცამ თუ ვიღაცაზე მეტი ხმა არ მოიპოვა და ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეს მისი პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან ასე არ არისო, - განაცხადა საკვირაო ქად...

 მეუფე იაკობი